თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ რეფერენდუმის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.
შედეგების თანახმად, რეფერენდუმზე დარეგისტრირებული 55 319 222 ამომრჩევლიდან ხმის მიცემის უფლებით 48 374 576 ადამიანმა ისარგებლა.
საზღვარგარეთ დარეგისტრირებული 2 972 676 ამომრჩევლიდან რეფერენდუმზე ხმის მიცემის უფლებით 1 325 682-მა ამომრჩეველმა ისარგებლა.
საბოლოო შედეგებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი ამომრჩეველთა 51,41%-მა (25 157 463) დაუჭირა, წინააღმდეგ კი - 48,59% (23 779 141) გამოვიდა.
საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი თურქეთში 16 აპრილს ჩატარდა. . საპრეზიდენტო მოდელის მხარდაჭერის შედეგად, რეჯეფ ტაიპ ერდოღანს საშუალება მიეცემა, ქვეყანას 2029 წლამდე უხელმძღვანელოს.
კონსტიტუციის ცვლლებების თანახმად ფართოვდება პრეზიდენტის უფლებამოსლება, კერძოდ:
1. პრეზიდენტს უფლება ეძლევა პირდაპირ დანიშნოს უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირები, მათ შორის მინისტრები.
2. მას უფლება ეძლევა დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ვიცე-პრეზიდენტი.
3. უქმდება პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
4. პრეზიდენტს უფლება ექნება ჩაერიოს სასამართლო სისტემის საქმიანობაში.
5. პრეზიდენტი გადაწყვეტს, გამოაცხადოს თუ არა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა.
მასალის გამოყენების პირობები






