"ტყუილს მოკლე ფეხები აქვს’’ - ქალაქ ოზურგეთის მერის პასუხი ლეიბორისტ ნათია შარაშენიძეს
პოლიტიკა - 16:44, 28 Apr, 2017     2410
ქალაქ ოზურგეთის მერის პასუხი ლეიბორისტ ნათია შარაშენიძეს:

"ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლეიბორისტი დეპუტატი ნათია შარაშენიძე თავისი ტყუილებით, წლებია, საზოგადოებას აბუჩად იგდებს. შარაშენიძემ საზოგადოებას მორიგი საჯარო ტყუილი ისევ გაზეთ “გურიის მოამბე“-ს ვებ-გვერდის მეშვეობით და ამჯერად მოსამართლის სახელის გამოყენებით მოინდომა.

სამართლიანობისთვის აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს, რომ გუშინ ‘’გურიის მოამბე’’-ს საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია ნათია შარაშენიძის მიერ სასამართლო პროცესის მოგებისა და ქალაქ ოზურგეთის მერიის მარცხის შესახებ არის სრული სიცრუე, სასამართლო ხელისუფლების შეურაცხყოფა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უკვე მერამდენე თავხედური მცდელობა.

ქალბატონი შარაშენიძე არაფრად აგდებს სასამართლო სისტემას, მოსამართლეს და ურცხვად ატყუებს საზოგადოებას, თითქოსდა პროცესი მოიგო. რეალობა კი გახლავთ ამგვარი:

არანაირი გადაწყვეტილება ნათია შარაშენიძის სასარგებლოდ სასამართლოს არ მიუღია. უფრო მეტიც, არანაირი ვალდებულება მის მიმართ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას არ დაკისრებია. თუ მას სურვილი აქვს, ინფორმაცია მიიღოს ელექტრონული ფორმით, მაშინ მან განცხადებით უნდა მიმართოს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას. საზოგადოებას შევახსენებ, რომ განცხადების შემოსვლის მომენტიდან დღემდე, მათ შორის სასამართლო პროცესებზე, ჩვენ ვთავაზობდით მას გამოეყენებინა კანონით მინიჭებული უფლება და ელექტრონული ფორმით, მოსაკრებლის გადახდის გარეშე, კანონიერად მიეღო მოთხოვნილი ინფორმაცია. საზოგადოებისთვის ნათელი რომ იყოს ქალბატონი ნათიას მოთხოვნა, განვმარტავ, რომ იგი ითხოვს, მერიამ დაარღვიოს კანონით დადგენილი მოთხოვნა და მოსაკრებლის გარეშე (კანონსაწინააღმდეგოდ) გადასცეს მას მოთხოვნილი ინფორმაციის ასლები. აქვე განვმარტავ, რომ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის მოქმედებდა და მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, შესაბამისად, ქალბატონი ნათიას მოთხოვნა, საკრებულოს წევრის სტატუსის გამო უპირატესობა მიენიჭოს სხვა პირებთან შედარებით, ჩვენს მიერ არ იქნება გათვალისწინებული. ის ამას უნდა შეეგუოს და იგრძნოს პასუხისმგებლობა კანონისა და საზოგადოების წინაშე.

რა თქმა უნდა, ნათია შარაშენიძე სადავო საკითხთან მიმართებაში არის არაკომპეტენტური. მას არა აქვს გაცნობიერებული კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები და ვალდებულებები. ამის ნათელი მაგალითია მის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტაცია და მსჯელობა სადავო ნორმებთან, საკრებულოს წევრის უფლებამოსილებებთან და გარანტიებთან დაკავშირებით. კომპეტენციის ნაკლებობა შეინიშნება სტატიის გამავრცელებელ მედია-საშუალებებთან მიმართებაშიც, რადგან სტატიაში არასწორად არის მითითებული დავის საგანი. სრულიად არასწორია ინფორმაცია სასამართლოს სხდომასთან და ვალდებულებებთან დაკავშირებით.

საზოგადოებას, ასევე, მინდა მივაწოდოთ ინფორმაცია ნათია შარაშენიძის სააპელაციო საჩივარის მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში არსებობს მხოლოდ ორი შესაძლო ვარიანტი:

ვარიანტი პირველი: ქალბატონი ნათია შარაშენიძე განცხადებით მიმართავს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და გაიხმობს თავის საჩივარს, რათა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. აღნიშნული მოქმედება ნიშნავს, რომ მან გაიაზრა თავისი საჩივრის უსაფუძვლობა და მოსალოდნელი შედეგი (ეს არაპირდაპირ ნიშნავს პროცესის წაგებას). თუმცა ამ შემთხვევაში მას დასჭირდება ქალაქ ოზურგეთის მერიის თანხმობა სარჩელის გახმობასთან დაკავშირებით.

ვარიანტი მეორე: არ გაიხმობს საჩივარს, გაიმართება სასამართლო სხდომა და აპელანტის აბსურდული და უსაფუძვლო მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სააპელაციო სასამართლო გაიზიარებს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს და ქალაქ ოზურგეთის მერიის დასაბუთებულ პოზიციას და გამოიტანს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის არდაკმაყოფილების შესახებ.

თუკი ქალბატონი ნათია თვლის, რომ მისი სარჩელი სასამართლომ შეიძლება დააკმაყოფილოს და ამავდროულად, სურს საზოგადოებას დაუმტკიცოს თავისი ‘’სიმართლე’’, ნუ გაიხმობს სარჩელს და ყოველივეს ნათელს სასამართლოს გადაწყვეტილება მოჰფენს"- აღნიშნავს ოზურეთის მერი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42