მართლია პოლიტიკოსი საკუთარი პარტიის წევრების ვინაობას ჯერ არ ამხელს, თუმცა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მისი გუნდის მიზანი თვითმმართველობისა და საპარლკამენტო არჩევნებში გამარჯვება იქნება. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, ის პოლიტიკაში ბრუნდება იმ მიზნით, რომ თანამოაზრეებთან ერთად არა პარტიები და პიროვნებები არამედ ის დესტრუქციულ პოლიტიკური ველი შეცვალოს სადაც სწორად ნაკეთები საქმის დიდი ნაწილი იკარგება.
უსუფაშვილის თქმით, მისი დაბრუნება არ გაუხარდებათ მათ, ვინც თვლის, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და არც მათაც, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა ინგრევა...
რა შანსები აქვს უსუფაშვილს თუ ის დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშედ გააქტიურება? ან როგორ წარმოუდგენია შესაძლო პარტნიორობა საქართველოს პრეზიდენტთან “ნიუპოსტი“ საკითხზე პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა:
ექსპერტი დავით უსუფაშვილის პოლიტიკურ ავტორიტეტზე საუბრობს, თუმცა იქვე დასძენე, რომ ავტორიტეტი რეიტინგს არ ნიშნავს.
მეტიც, ხუხაშვილის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარეს დასახული პოლიტიკური ამოცანის შესრულებისთვის სააკაშვილის მსგავსი, „რეიტინგების ამკრეფი“ ლიდერი სჭირდება.
"უსუფაშვილი ქართულ პოლიტიკაში უადაოდ ავტორიტეტია, მაგრამ რაც შეეხება ლიდერის თვისებებს, თვისებებს რომელსაც შეუძლია პოლიტიკური პროცესების ორგანიზება, თავის ირგვლივ პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ძალების კონსოლიდირება აქ რა თქმა უნდა, ბევრი კითხვის ნიშანია. ის საარჩევნო ამოცანას დამოუკიდებლად ვერ შეასრულებს, იმიტომ, რომ ავტორიტეტი რეიტინგს არ ნიშნავს. ზოგჯერ პირიქით, ავტორიტეტი უკუპროპორციულია რეიტინგის და ამის მაგალითები საქართველოს ისტორიაში არსებობს. უსუფაშვილი ჟვანიას ტიპის პოლიტიკოსია, რომელსაც პოლიტიკური ავტორიტეტი აქვს, მაგრამ არ აქვს პოლიტიკური რეიტინგი. იმისთვის რომ უსუფაშვილმა რაიმე ტიპის საარჩევნო ამოცანა გადაწყვიტოს ტანდემში მას სააკაშვილის ტიპის პოლიტიკოსი სჭირდება, რომელსაც რეიტინგის აკრეფის უნარები აქვს. ამ კომპონენტის გარეშემისი მხრიდან რაიმე პოლიტიკური ამოცანის გადაწყვეტა არასერიოზულია "- უთხრა "ნიუპოსტს" გია ხუხაშვილმა.
"ნიუპოსტი" დაინტერესდა რამდენად რეალურია სამომავლოდ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისა და მოქმედი პრეზიდენტის პოლიტიკური ალიანსი ვიხილოთ?
"ამ ეტაპზე მსგავს საუბრებს არავითარი საფუძველი არ აქვს და პრინციპში არამგონია, რომ ეს მოხდეს. თუმცა პოლიტიკაში არასდროს უნდა თქვა არასდროს, იმიტომ რომ პროცესი ძალიან დინამიურია და ყველაფერი შეიძლება, ყველა ვარიანტი შეიძლება იყოს განხილული. ამ ეტაპზე არ ვფიქრობ რომ ასეთი ალიანსი ჩამოყალიბდეს"- განმარტა ხუხაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






