მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებას" გადაწყვეტილი აქვს ქართველ ხალხს წაართვას პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი.,,ქართული ოცნება ამ საკითხს იყენებენ პოლიტიკური პარტიების დასაშანტაჟებლად, როდესაც საუბრობენ გაურკვეველი პოლიტიკური კონსესუსის აუცილებლობაზე მაშინ, როდესაც ეს არის საკითხი, რომელზეც უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი კონსესუსი. სწორედ ამიტომ ევროპულმა საქართველომ გავაკეთეთ შეთავაზება, რომ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ჩავატაროთ საყოველთაო გამოკითხვა და მოსახლეობამ გადაწყვიტოს სურთ თუ არა მათ, რომ ირჩევდნენ ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურს, როგორც ეს ხდებოდა გასული წლების განმავლობაში. ნათელია, რომ "ქართული ოცნება" პიროვნულ წყენას, რომელიც ივანიშვილის დროიდან მომდინარეობს მარგველაშვილის მიმართ ვერ ივიწყებს. მათ ძლიერი სურვილი აქვთ, რომ უახლოესი საპრეზიდენტო არჩევნები არაპირდაპირი წესით ჩატარდეს,’’ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მოსამართლეებს შეხვდა. ირაკლი კობახიძემ მათ საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი გააცნო. შეხვედრის დასრულების შემდეგ კობახიძემ კომენტარი პრეზიდენტის არჩევის წესზე გააკეთა. მან ასევე ისაუბრა იმ გარემოებებთან დაკავშირებით რა შემთხვევაშიც მოხდება პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება. მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი მონაწილეობს პარლამენტის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში. ამ გარემოებებს ასახელებს მნიშვნელოვან ფაქტორად ირაკლი კობახიძე.
მასალის გამოყენების პირობები






