უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეები აღმოსავლეთ საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფებში იმყოფებოდნენ
პოლიტიკა - 14:47, 28 Apr, 2017     1608
საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეები სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სამხედრო ქვედანაყოფებს ესტუმრნენ. მათთან ერთად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.


აღმოსავლეთში დისლოცირებულ ქვედანაყოფებში სტუმრობამდე, დიპლომატებს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ, სამსახურების უფროსებთან ერთად, სარდლობის შტაბში უმასპინძლა. პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ თავდაცვის ატაშეებს აღმოსავლეთ სარდლობის ისტორიის, სტრუქტურის, დაქვემდებარებაში მყოფი ქვედანაყოფების ამოცანებისა და გამოწვევების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. საუბარი ქვედანაყოფების საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამასა (GDRP) და მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი“ მონაწილეობის საკითხებს შეეხო. დიპლომატებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებიც მიიღეს.

აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფების გაცნობა დიპლომატებმა I ქვეით ბრიგადაში სტუმრობით დაიწყეს. სამდღიანი ტურის ფარგლებში, ისინი I საარტილერიო და IV მექანიზირებულ ბრიგადებში, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრსა (JTEC) და სხვა სამხედრო ქვედანაყოფებში იმყოფებოდნენ. სამხედრო ბრიგადების ხელმძღვანელებმა დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს ქვედანაყოფების სტრუქტურებისა და ამოცანების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს. სტუმრებმა სამხედრო ბაზებზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და დასრულებული, ასევე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

ტურის ფარგლებში სამხედრო ატაშეები IV მექანიზირებული ბრიგადის ტერიტორიაზე სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ინფო 2017“-ის მიმდინარეობასაც გაეცნენ და უწყებათშორისი სწავლების შესახებ სპეციალური პრეზენტაცია მოისმინეს.
აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებში სტუმრობა საქართველოში აკრედიტებული სამხედრო ატაშეთა ასოციაციის წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელდა.

სამხედრო ატაშეების ასოციაცია საქართველოში აკრედიტებულ და არარეზიდენტ 35 დიპლომატებს აერთიანებს. თავდაცვის ატაშეების გაერთიანების მიზანია, პირველწყაროებიდან მიიღოს ინფორმაცია და საქართველოს უსაფრთხოების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ საკუთარი ქვეყნის სამხედრო უწყების ხელმძღვანელობას გადამოწმებული და სარწმუნო ინფორმაცია მიაწოდოს. სამხედრო ატაშეები საქართველოს სამხედრო უწყებასთან, ორმხრივი სამხედრო გეგმის ფარგლებში თანამშრომლობენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42