როგორც თემის კომენტირებისას რაქვიასვილმა აღნიშნა, ვენეციის კომისია უშიშროების საბჭოს საქმიანობის ორგანული კანონით დარეგულირებას მიესალმება.
"ვენეციის დასკვნაში, რომელიც 2010 წელს არის გაკეთებული, უშიშროების საბჭოს გაუქმებაზე არაფერია ნახსენები. პირიქით, ვენეციის კომისია მიესალმება უშიშროების საბჭოს საქმიანობის დარეგულირებას ორგანული კანონით, რაც უფრო მაღალ ლეგიტიმაციას აძლევს ამ ინსტიტუტს.
ქვეყნის უსაფრთხოება არ განისაზღვრება მმართველობითი მოდელით, ქვეყნის უსაფრთხოება და ის ინსტიტუტები, რომელიც პასუხობს გამოწვევებს იმ მიზანშეწონილობიდან გამომდინარეობს, რომელიც დღეს, მოცემულ მომენტში გააჩნია ქვეყანას. ასე რომ ქვეყნის უსაფრთხოება უნდა განისაზღვროს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრინციპებიდან და არა მმართველობის მოდელებიდან. ეს ძალიან ხშირად ხდება სხვადასხვა ქვეყნებში, საპარლამენტო, საპრეზიდენტო თუ ნახევრად საპრეზიდენტო ქვეყნებში უშიშროების საბჭოები არსებობს, ასე რომ ეს არგუმენტი არ არის მისაღები" - აღნიშნა რექვიაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სასტუმრო “ბილტმორში”, ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე საუბრისასთქვა: "რეალურად, დღევანდელი მდგომარეობით, უშიშროების საბჭო რჩევას აძლევს პრეზიდენტს ისეთ საკითხებზე, რომელიც შედის მთავრობის კომპეტენციაში".
მასალის გამოყენების პირობები






