"ტყუილად ნუ ირჯებით, ხალხის ზურგს უკან გარიგება ჩემი ინტერესი არ არის" - გიორგი მარგველაშვილი
პოლიტიკა - 13:33, 28 Apr, 2017     2080
პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუცით ვაჭრობას არ აპირებს. განცხადებები დღეს გიორგი მარგველაშვილმა ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა.
ქვეყნის პირველი პირი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი ინტერესი ამომრჩევლის ზურგს უკან მოქმედებები არ არის. პრეზიდენტისთვის გაუგებარია რა კომპრომისზე საუბრობს მართველი პარტია.


„გაჟღერდა გარკვეული ნოტები, რომ თითქოს რაღაც პოლიტიკური კომპრომისია და 2018 წლიდან იქნება პრეზიდენტი არჩეული არაპირდაპირი გზით და არა 2023 წლიდან.

რაღაც პოლიტიკურ კომპრომისებზე საუბრობენ, თითქოს ვინმე რამე დიალოგში შედის საკონსტიტუციო კომისიასთან და მის მესვეურებთან.

არასდროს, კონკრეტულად მე, არც არავის შევეკვრები და არასოდეს ვივაჭრებ კონსტიტუციით; არ ვივაჭრებ იმ ძირითადი დოკუმენტით, რომელიც მიმაჩნია, რომ უნდა იყოს ყველას გამაერთიანებელი და არა ცალკეული პოლიტიკოსების, რაღაც ამბიციების შემკრები.

არასოდეს მივაჭრია ამ თემით და, არც არასოდეს არავინ იფიქროს, რომ მევაჭროს ამ საკითხზე, რასაც ჰქვია ქვეყნის მთავარი დოკუმენტი.

ასევე, მოვუწოდებ ყველას, ვინც ამ საკითხზე გამოთქვამს საკუთარ პოზიციას - მე მესმის, რომ ყველა არის პოლიტიკოსი და ყველას თავისი ინტერესი აქვს, მაგრამ ამ დოკუმენტზე ვაჭრობა, ამ დოკუმენტში რაღაც, შიდა ინტერესების ჩადება უაღესად არასწორია.

აქ ჩვენ ყველა მართლა გულწრფელები უნდა ვიყოთ და პასუხად ამ გზავნილებზე, მინდა ვთქვა, რომ ნუ ირჯებიან ტყუილად - ჩემი ინტერესი არ არის ხალხის ზურგს უკან ვინმესთან გარიგება კონსტიტუციაზე!“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიამ კონსენსუსის გარეშე მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი.

მარგველასვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს, ძირითად, ჩარჩო კანონის პროექტს ხელი არ მოაწერა არცერთმა ოპოზიციურმა ძალამ და მათ დატოვეს კომისია.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან შეხვედრისას თქვა, პარლამენტის არჩევის წესთან დაკავშირებით კომისიამ არ გაითვალისწინა ოპოზიციური პარტიების აზრი, რომელიც ეხებოდა საარჩევნო ბარიერის დაწევას, საარჩევნო ბლოკებად გაერთიანების უფლებას, გადაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების საკითხებს.

პრეზიდენტის აზრით, საარჩევნო ბლოკების შექმნის აკრძალვით, ოპოზიციური პარტიების არგუმენტების მიხედვით, მათ გაუჭირდებათ საარჩევნო ბარიერის გადალახვა. ამის გათვალისწინებით, იქმნება შესაძლებლობა, რომ მივიღოთ არა მრავალპარტიული, არამედ, ორპოლუსიანი პარლამენტი.

პრეზიდენტის თქმით, ასევე ოპოზიციურ პარტიებს უსამართლოდ მიაჩნიათ, რომ გადაუნაწილებელ მანდატებს მხოლოდ გამარჯვებული პოლიტიკური ძალა ითვისებს, არც ეს უსამართლობა არ არის გასწორებული, რომელიც არც ამომრჩევლისათვისაა მისაღები, რადგან მის, სხვა პარტიისათვის მიცემულ ხმას ითვისებს არჩევნებში გამარჯვებული, სხვა პარტია, რომლისთვისაც მას ხმა არ მიუცია.

გიორგი მარგველაშვილმა კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ხუთი რეგიონი შემოიარა და უკვე მერვე შეხვედრა გამართა, მარტში დაიწყო და იგი საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდას ისახავს მიზნად.

ახალგაზრდებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრისას, რომელსაც ადმინისტრაციის უროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები ესწრებიან, საზოგადოების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვან და შეკითხვა დაუსვან საქარველოს პრეზიდენტს იმ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე გამოაქვეყნა საკონსტიტუციო კომისიამ.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42