„ანეკდოტური სიტუაციაა, პრეზიდენტი, რომელიც ომის დროს იწყებს ომზე ფიქრს“ - გიორგი მარგველაშივი საკონსტიტუციო ცვლილებებზე
პოლიტიკა - 13:33, 28 Apr, 2017     6364

საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებეთან დაკავშირებით საუბრისას, უშიშროების საბჭოს საკითხზე კომენტარს აკეთებს და მისი სხვა ფორმატით ჩანაცვლება არასწორ ნაბიჯად მიაჩნია, აღნიშნულის შესახებ მარგველაშვილმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე ისაუბრა:

„თუ დეტალურად მთავარსარდლის ფუნქციას შევხედავთ, შესუსტების თაობაზე ვთქვი, რომ მე არ მიმაჩნია, საქართველოსნაირი ქვეყნისთვის, რომელსაც ამდენი თავდაცვის გამოწვევა აქვს, რომელიც ასეთ რთულ რეგიონში, მნიშვნელოვანი მისიით, რომ იყოს დემოკრატიისა და დასავლური ღირებულებების მატარებელი ქვეყანა, როდესაც ამ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა სუსტდება, სუსტი მთავარსარდლის შექმნით, ეს არასწორად მიმაჩნია.

თავდაცვის შესუსტების მნიშვნელოვანი შემადგენელი არის უშიშროების საბჭოს გაქრობა, კონსტიტუციიდან ამოღებულია ის მთავარი ორგანო, რომელიც პრეზიდენტს, როგორც უმაღლეს მთავარსარდალს აძლევს რჩევებს, როგორც მშვიდობიანობის, ასევე ომის პირობებში. ეს ორგანო შეცვლილია თავდაცვის საბჭოთი, რომელიც ფუნქციონირებს მხოლოდ ომის დროს.

ქვეყანა, რომელსაც ასეთი გამოწვევები აქვს, ერთის მხრივ, მეორე, თანამედროვე ვითარებაში ომი, ძირითადად ხორციელდება ჰიბრიდული ომის მეშვეობით, კონვენციული ომი ფაქტობრივად აღარ იწარმოება. როგორც იყო წინა ისტორიულ ეპოქებში, როდესაც ერთი სახელმწიფო მეორეს ომს გამოუცხადებდა, ასეთი ომი აღარ იწარმოება და ყველაზე საშიში, ჰიბრიდული ომები გახდა. ომის გამოცხადება არ სჭირდება, არც შესაბამისი აქტების გაფორმება და ამ ვითარებაში, უმაღლესი მთავარსარდალი დატოვებული არის მთავარი სათათბირო ორგანოს გარეშე, რომლითაც უნდა აწარმოოს დაპირისპირება მოწინააღმდეგისგან მომხდურთან.

წარმოიდგინეთ უმაღლესი მთავარსარდალი, რომელმაც უნდა გამოსცეს დეკრეტები ომიანობის პერიოდში, რომელსაც წარმოდგენა აქამდე არ ჰქონია არაფერზე, რადგან არ ჰქონია სათათბირო ორგანო, რომელიც უსაფრთხოების თაობაზე, მიიღებდა ინფორმაციას და ასეთი მთავარსარდლის პირობებში იწყება ომი. შედის ეს მთავარსარდალი თავდაცვის საბჭოში და არც იცის რა უნდა მოიკითხოს, რადგან სამხედრო სპეციფიკასთან არასდროს ჰქონია შეხება. წარმოდგენა არ აქვს რა შემადგენლებია ომის, რას გულისხმობს ჯარების მობილიზაცია, რა რესურსები გააჩნია სახელმწიფოს და იქ იგებს ამ ყველაფერს. რაღაც ანეგდოტური სიტუაციაა. პრეზიდენტი იმ მომენტში იწყებს ომზე ფიქრს, წარმომიდგენია ასეთი პრეზიდენტის თავში რა უნდა ტრიალებდეს, როგორი დაბნეული უნდა იყოს, წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს ან ერთი ფორმა ომის, ან მეორე და რა სახელმწიფოებრივი რესურსები გააჩნია. ამ ვითარების შექმნა საქართველოში, ჩემი აზრით ძალიან არასწორი ნაბიჯია, ნაბიჯი, რომელიც შეიძლება რაღაც პოლიტიკური მოტივაციით არის განპირობებული, მაგრამ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის, ნამდვილად არ არის სწორი ნაბიჯი. როდესაც ვლაპარაკობთ ნატო-ში ინტეგრაციაზე, როდესაც ვსაუბრობთ იმ დიდ გმირობაზე, რომელსაც ჩვენი ჯარისკაცები ყოველდღე ჩადიან, როგორც საქართველოში ასევე საერთაშორისო მისიებში, არ შეიძლება ამ ჯარის დატოვება მთავარსარდლის გარეშე.

კლასიკაა სამხედრო სამოქალაქო ურთიერთობების, რომ ნებისმიერი გადაადგილება ჯარის უნდა იყოს რამდენჯერმე გადამოწმებული, ბრძანებას უნდა იძლეოდეს უმაღლესი მთავარსარდალი, ბრძანების გადამამოწმებელი უნდა იყოს რომელიღაც სხვა ორგანო, როგორიც არის ძირითადი პრინციპი დემოკრატიისა, ერთამანეთის დამაბალანსებელი უნდა იყოს სტრუქტურები. ამ ვერსიაში პრემიერ-მინისტრს მშვიდობიანობის დროს აქვს უფლება ჯარების გამოყვანის, გადაადგილების უფლება ისე, რომ არ უნდა გადამოწმდეს ეს განკარგულება საკანონმდებლო ორგანოსთან, ეს არის არასწორი მიდგომა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42