Freedom House-მა მსოფლიოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით წლიური ანგარიში გამოაქვეყნა.
2017 წლის პრესის თავისუფლების რეიტინგში საქართველო, 2016 წლის მსგავსად, ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში მოხვდა
ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშში, საქართველომ 100 ქულიდან 50 მიიღო.
საკანონმდებლო გარემოს კუთხით 30-დან 13;
პოლიტიკური გარემო - 40-დან 21 ქულა.
ეკონომიკური გარემო 30-დან 16 ქულა.
ინტერნეტის თავისუფლების მაჩვენებლით კი საქართველო თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში გადის
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაშია სომხეთი 63 ქულით და თურქეთი 76 ქულით. რუსეთი 83 ქულით არათავისუფალი ქვეყნების კატეგორიაშია, მასთან ერთად არის აზერბაიჯანიც 90 ქულითა.
როგორც ანგარიშიდან ჩანს, რეგიონში პრესის თავისუფლების მხრივ ყველაზ კარგი ვითარება საქართველოშია, ყველაზე ცუდი კი აზერბაიჯანში.
რაც შეეხება უკრაინას, 53 ქულით ნახევრად თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაშია.
მასალის გამოყენების პირობები






