პარლამენტის არჩევის წესი შინაარსობრივად აცდენილია სამართლიანი არჩევნების ძირითად ფუნდამენტურ პრინციპებს - მარგველაშვილი
პოლიტიკა - 12:40, 28 Apr, 2017     1501
საქართველოს პრეზიდენტი თვლის, რომ პარლამენტის არჩევის ახალი წესი სამართლიანი არჩევნების ძირითად ფუნდამენტურ პრინციპებს აცდენილია. განცხადება გიორგი მარგველაშვილმა შესაბამისი განცხადება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე გააკეთა.
”რა ნაწილებში უნდა იქნას მიღწეული კომპრომისი? პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც მე ამ ახალ კონსტიტუციურ მოდელს ვუყურებ, ეს არის პარლამენტის არჩევის წესი, რომლის მიმართაც პოლიტიკურმა პარტიებმა გამოთქვეს სერიოზული შეშფოთება და წესი, რომელიც შინაარსობრივად არის, აცდენილი სამართლიანი არჩევნების ძირითად ფუნდამენტურ პრინციპებს: შენარჩუნებულია მაღალი 5 %-იანი ბარიერი, მაშინ როდესაც პოლიტიკურ პარტიებს მიაჩნიათ, რომ ბარიერი უნდა იქნას დაწეული. მაღალი

5 %-იანი ბარიერის პარალელურად პარტიებს ეკრძალებათ ბლოკების შექმნა. ამ შემთხვევაშიც პოლიტიკური პარტიები ამბობენ, რომ თუ ასეთ მაღალ პოლიტიკურ ბარიერს დაგვიწესებთ და არ მოგვცემთ შესაძლებლობას, რომ გავერთიანდეთ ერთმანეთთან, ჩვენ გავვიჭირდება ამ ბარიერის გადალახვა. ეს მათი არგუმენტია, რომელიც მოსმენილი უნდა იქნას. მაგრამ ყველაზე უცნაური და რთული არის 5 %-ის ქვეშ რა პარტიებიც იქნება ანუ ხმები, რომლებიც არ გადავა პარლამენტში - ამ ხმების მითვისების სქემა შინაარსობრივად სრულიად გაუგებარი და გარკვეულწილად უსამართლოა. წარმოდგენილი ვარიანტით ეს გაუნაწილებელი ხმები ყველა მიდის მოგებულ პარტიასთან. შევხედოთ ამას ამომრჩევლის თვალით მე მივედი მივეცი ხმა X პარტიას, ჩემ მიერ პარტიამ ვერ გადალახა 5 %-იანი ბარიერი, მაგრამ ჩემი ხმა მიდის საერთოდ სხვა პარტიის ჯიბეში. ეს ხომ მარტივი უსამართლობაა? - ამაზეა პოზიცია დაფიქსირებული, რომ მიუღებელია ეს არა მარტო პოლიტიკური პარტიებისთვის, არამედ ამომრჩევლისთვის. ამ უსამართლო სისტემის შეცვლაზე ვფიქრობ კიდევ უფრო მეტი დიალოგი უნდა იყოს ამომრჩევლებთანაც და პოლიტიკურ ძალებთანაც” - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42