თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში უფროს სერჟანტთა კურსის გამოშვება გაიმართა
პოლიტიკა - 12:28, 28 Apr, 2017     1296

დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის 39 სამხედრო მოსამსახურემ გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში სამეთაურო-საშტაბო კურსი დაასრულა. პროგრამა შემადგენლობის სერჟანტების ასეულისა და ბატალიონის შტაბის სერჟანტების დონეზე მომზადებას ითვალისწინებდა. 20-კვირიანი სამეთაურო-საშტაბო კურსის სასწავლო პროგრამის ფარგლებში სერჟანტებმა თავდასხმითი და თავდაცვითი ოპერაციები, ტაქტიკის საფუძვლები, სამხედრო ისტორია, ქვედანაყოფის მართვის პროცედურები, საბრძოლო მომზადების ორგანიზება და სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცედურები შეისწავლეს. მსმენელებმა თეორიული და პრაქტიკული ცოდნაც გაიღრმავეს და ლიდერობის უნარ-ჩვევები განიმტკიცეს. კურსის მე-10 გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში გაიმართა.

სერჟანტებს კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიულოცა და კარიერული წინსვლა უსურვა. სიტყვით მიმართვისას თავდაცვის მინისტრმა ყურადღება სამხედრო განათლების სისტემის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ სამხედრო განათლების სრულყოფას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. მინისტრმა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში სერჟანტთა როლი განსაკუთრებით გამოყო და ისინი ჯარის ფუნდამენტად მოიხსენია.


შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სერჟანტებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სერჟანტთა მომზადების ცენტრი რეგიონში ერთ-ერთი წარმატებულია. მან გაიხსენა ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე, რომლის სახელსაც სერჟანტთა მომზადების ცენტრი ატარებს. თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42