"თუ გსურთ გაიგოთ, რომ ევროპა უნიკალური პროექტია ქართველებს უნდა გაესაუბროთ“ - ზიგმარ გაბრიელი
პოლიტიკა - 12:07, 28 Apr, 2017     3748
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელი საქართველო-გერმანიის წლის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა, რომ ეთანხმება ქართველი კოლეგების შეფასებას ევროპის უნიკალურობის თაობაზე და იმის შესახებ, რომ მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი პროექტი, არც ერთი რეგიონი სადაც ადამიანებს ასეთ მშვიდობიან, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში შეუძლიათ ცხოვრება.

საქართველოს ხედვას ევროკავშირთან მიმართებაში გაბრიელმა განსაკუთრებული უწოდა და აღნიშნა, რომ სულ რაღაც 60-იოდე წლის წინ ევროპული წარსული, ომებისა და ერთმანეთთან დაპირისპირებისგან შედგებოდა და მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპელების აზრით ეს დრო წარსულს ჩაბარდა, მშვიდობა თავისთავად არ მოდის და მისთვის მუდმივად ბრძოლაა საჭირო, რაც საქართველოს კარგად მოეხსენება.

ზიგმარ გაბრიელმა განსაკუთრებული კმაყოფილება გამოხატა საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში ქართველი სტუმრების მიღებით და ხაზი გაუსვა ამ ღონისძიების დევიზის - მომავლის მემკვიდრეობა - განსაკუთრებულ მნიშვნელობას. მისი აზრით, ეს სიტყვები გულისხმობს იმას, რომ ორი ქვეყანა წინაპრების მიერ შექმნილი და შთამომავლობისთვის გადმოცემული ძვირფასი განძის მფლობელია, რომელსაც მისი თქმით გაფრთხილება და სათანადო მოპყრობა სჭირდება, რათა ორივე ქვეყანამ მიიღოს სარგებელი. „მომავლის მემკვიდრეობა - სიტყვების ეს თამაში და ის ფაქტი, რომ ეს ერთი წელი 18 თვე გრძელდება გვიდასტურებს იმას, რომ დრო პირობითი ცნებაა“ - აღნიშნა გაბრიელმა.

ზიგმარ გაბრიელმა საქართველოს ევროკავშირთან და ზოგადად ევროპასთან დაახლოებაზე ისაუბრა და ამ კუთხით ხაზი გაუსვა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონაში მოგზაურობისთვის სავიზო მოთხოვნების გაუქმების მნიშვნელობას. მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპა პოლიტიკური ცნებაა, მეტად ფასეულობებზე დაფუძნებული, ვიდრე გეოგრაფიულ მდებარეობაზე და განმარტა, რომ ევროპა გულისხმობს ადამიანების უნივერსალურ უფლებას თავისუფლებასა და დემოკრატიაზე და რომ დასავლეთი არის იქ, სადაც ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილება გადანაწილებულია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა დაცულია და წარმომადგენლობითი დემოკრატია სუფევს.

„სავარაუდოდ ისე, როგორც არც ერთი სხვა სახელმწიფო ევროპის სამეზობლოში, საქართველო მიუყვება სწორედ ამ ნორმატიულ გზას დასავლეთისკენ, არამხოლოდ როგორც ტექნოკრატიული მთავრობის პროექტი, არამედ მას გააჩნია საქართველოს მოქალაქეების 80%-ზე მეტი უწყვეტი მხარდაჭერა, და ყოველივე ეს, მიუხედავად იმისა, რომ გზა ნამდვილად არც მოკლეა და არც მარტივი. ეს არის სწორედ შთამბეჭდავი და გერმანია მხარს უჭერს ამ ტრანსფორმაციის კურსს უკვე ორი ათწლეულია და ასე გააგრძელებს“ - განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა გერმანიის სურვილი, განაგრძოს საქართველოს შთამბეჭდავი რეფორმების პროცესის მხარდაჭერა საზოგადებაში. მან ხაზი გაუსვა საქართველოს განსაკუთრებულ როლს რეგიონში და აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ხიდი უწოდა და დასძინა, რომ ამ ფუნქციასთან ერთად, საქართველოს მომავალი პოლიტიკურად დასავლეთის წევრობაშია.

„საქართველო არამარტო სწრაფი ნაბიჯებით მიდის დასავლეთისკენ, არამედ ამავდროულად წარმატებით აღმოაჩინა თავისი აზიური მხარეც - შავ და კასპიის ზღვებს შორის ხიდის ფუნქცია პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ენერგო პოლიტიკის მიმართულებით. ეს სწორედ მოწმობს იმას, რომ დასავლეთის იდეა არ არის გეოგრაფიული ცნება არამედ პოლიტიკური“, - განაცხადა ზიგმარ გაბრიელმა.

მან ასევე ისაუბრა გერმანიის დიდ სურვილსა და პოლიტიკურ ინტერესზე, რომ შავი ზღვის რეგიონი და კავკასია კვლავ მშვიდობიანი თანაცხოვრების, სტაბილურობის და ეკონომიკური განვითარების ადგილს წარმოადგენდეს და კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველოს ამაში დიდი წვლილი შეაქვს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42