„რესპუბლიკური პარტია” საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას მიმართავს
პოლიტიკა - 12:01, 28 Apr, 2017     1425
“საქართველოს რესპუბლიკური პარტია” საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას მიმართავს. ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტი არ შეესაბამება იმ ამოცანებსა და გამოწვევებს, რომელიც დღეს ქართული სახელმწიფოს წინაშე დგას.

"საქართველოს რესპუბლიკური პარტია მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტი არ შეესაბამება იმ ამოცანებსა და გამოწვევებს, რომელიც დღეს ქართული სახელმწიფოს წინაშე დგას.

კონსტიტუცია, როგორც ქვეყნის უზენაესი კანონი, უნდა ეფუძნებოდეს ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსს, ასევე, ადგენდეს ხელისუფლების ბალანსის სამართლებრივ საფუძვლებს. ამ თვალსაზრისით, თეორიული მსჯელობა ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპარლამენტო რესპუბლიკად გარდაქმნის თაობაზე ერთია, მაგრამ დეტალების გაანალიზებისას ნათელი ხდება, რომ ცვლილებები ხელს უწყობს ერთპარტიული მმართველობის გამყარებას და ცუდ მდგომარეობაში აგდებს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს. შეიძლება ითქვას, რომ მოქმედი ხელისუფლება ზუსტად იმავე გზას დაადგა რასაც მისი ყველა წინამორბედი.

თავისთავად, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და 150 მანდატის პროპორციული წესით განაწილება პროგრესული ნაბიჯია, თუმცა ამავდროულად საარჩევნო ბარიერის კვლავ 5%-ზე დატოვება, საარჩევნო ბლოკების შექმნის აკრძალვა და ბოლოს, გაუნაწილებელი მანდატების ყველაზე მეტი ხმის მიმღები პარტიისთვის გადაცემა, პრაქტიკულად არ ცვლის არსებულ რეალობას. კერძოდ, ხელს არ უწყობს მოსახლეობის მიერ მიცემული ხმების სამართლიან გადანაწილებას და პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს ხელისუფლებაში მყოფ პარტიას. ცხადი ხდება, რომ ხელისუფლება უფრთხის ევროპული მოდელის რეალურად შექმნას და პრინციპულად არ სურს ევროპის მრავალ განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში არსებული გამოცდილების (არჩევნების შემდეგ კოალიციური მართვა) მიღება და დამკვიდრება.

საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები ადასტურებენ, რომ დღეს საქართველოში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხი, ყველა ერთხმად მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება მმართველი პოლიტიკური ძალის გავლენის ქვეშაა და ემორჩილება მის ნებას. ამავე, მოსაზრებას იზიარებენ პოლიტიკური პარტიებიც. ამ სიტუაციაში საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი წარმოადგენს პრაქტიკულად ერთადერთ დამოუკიდებელ ინტიტუციას, რადგან ის აირჩევა საყოველთაო, პირდაპირი კენჭისყრით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოქალაქეების

უმეტესობა, არსებულ ვითარებაში, მიიჩნევს, რომ დაუშვებელია პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის წესის გაუქმება, რადგან ღრმად სწამთ, რომ ამის მიზანიც დამოუკიდებელი ინსტიტუტის არსებობის გაუქმებაა.

კონსტიტუციის ცვლილებების პროექტი არ ასახავს დეცენტრალიზაციის პრინციპებს და არ ქმნის ძლიერი თვითმმართველობის შექმნისათვის კონსტიტუციურ საფუძვლებს. კერძოდ, სრულიად იგნორირებულ იქნა ამ მიმართულებით რესპუბლიკური პარტიის კონკრეტული წინადადებები. მიგვაჩნია, რომ დამოუკიდებელი და ძლიერი თვითმმართველობის შექმნისა და განვითარების გარეშე, შეუძლებელია ძლიერი, დემოკრატიული საპარლამენტო რესპუბლიკის ჩამოყალიბება. სამაგიეროდ ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების საგანი გახდა ქორწინების, როგორც ქალის და მამაკაცის ერთობის განსაზღვრა, რისი არანაირი საჭიროებაც არ არსებობდა.

სამწუხაროდ, ამ და სხვა გარემოემების გამო (რომელთა დეტალური განხილვა სცდება ამ მომართვის მიზნებს) რესპუბლიკური პარტია მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების უმნიშვნელოვანესი პროცესი, რამაც ხელი უნდა შეუწყოს პროგრესს, რეალურად შექმნის სოციალურ დაძაბულობას და არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოს, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მოქალაქეების ნებასთან და ქვეყნის მომავალი განვითარების მათ ხედვასთან"- აღნისნულია "რესპუბლიკური პარტიის" მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42