TI „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის შესახებ“ პროექტში სამართლებრივ ხარვეზებს ხედავს
პოლიტიკა - 11:14, 28 Apr, 2017     1145
"აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის შესახებ" მთავრობის საკანონმდებლო პროექტს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ეხმაურება და იმ ხარვეზებზე საუბრობს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციის აზრით აღნიშული კანონპროექტი შეიცავს, ორგანიზაციის იურისტის თეო ზაქარაშვილის თქმით ახალი კანონპროექტი ბევრ პროცედურულ საკითხთან დაკავშირებით უკეთეს სტანდარტს ამკვიდრებს, ვიდრე დღეს მოქმედი კანონი, თუმცა არის ხარვეზები, რომელიც უნდა გამოსწორდეს. მისი განცხადებით იმ შემთხვევაში როცა ექსპროპრიატორი ქონების ჩამორთმევისთვის სასამართლოს მიმართავს, შესაძლოა მესაკუთრეებს გარკვეული დაბრკოლებები შეხვდეთ:

"პრაქტიკიდან გამომდინარე, არსებობს დაბრკოლებები, რაც შეიძლება - მესაკუთრეებს შეხვდეს, როცა ექსპროპრიატორი მისი ქონების ჩამორთმევისთვის სასამართლოს მიმართავს. კანონპროექტი ჩვენ ორი პრინციპისგან შემდგარ სისტემას გვთავაზობს: - მიწის ჩამორთმევის საკითხზე სასამართლო ადმინისტრაციული წესით მსჯელობს, ხოლო კომპენსაციასთან დაკავშირებით - სამოქალაქო წესით. ის, რომ ადმინისტრაციულის მიერ დადგენილ ფასს სამოქალაქომ უნდა გადახედოს, ვფიქრობთ, რომ სამართლებრივი პრინციპიდან გამომდინარე, სწორი მიდგომა არ არის. გამოდის, რომ ქონების ექსპროპრიაციის შემთხვევაში, პროცესი ადმინისტრაციული წესით სწრაფად უნდა წავიდეს, ხოლო თუკი მოქალაქე გადაწყვეტს, რომ ფასი არ არის სათანადო, ეს სასამართლომ სამოქალაქო წესით უნდა განიხილოს. ეს ნიშნავს, რომ დავა ძალიან დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს, რაც მესაკუთრისთვის შეიძლება არ არის მისაღები და კომფორტული, როცა ექსპროპრიატორისთვის ძალიან მისაღები და კომფორტულია საკითხის სწაფად განხილვა და ქონების მიღება.“ - განაცხადა თეო ზაქარაშვილმა.

შეგახსენებთ, "აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" მთავრობის კანონპროექტი პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42