„მე ვარ რიჩარდ მაილსი, ამერიკის ელჩი 2002-დან 2005 წლამდე. თითქმის ნახევარი პერიოდი პრეზიდენტ შევარდნაძისა და მეორე ნახევარი პრეზიდენტ სააკაშვილის დროს. რთული წლები იყო და მე და ჩემი მეუღლე შერონი მომსწრენი გავხდით ქართველი ხალხის სიმამაცისა და გმირობის. მიუხედავად წარსული სირთულეებისა, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს იმ პროგრესის დანახვა, რომელიც მიღწეულ იქნა ამერიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის განმავლობაში. პროგრესი, რომელიც დიდი ძღვენია თქვენი ინდივიდუალური თავისუფლების, სამართლიანობისა და შრომისმოყვარეობის ღირებულებებისადმი. ამ ღირებულებებს ჩვენ, ამერიკელები ვიზიარებთ. თქვენ მხარს გიჭერთ ამერიკის მთავრობა და ხალხი და თქვენით აღფრთოვანებულია. საქართველოს მოსახლეობას ვუსურვებ ხანგრძლივ, ბედნიერ და ჯანმრთელ ცხოვრებას. ეს სიტყვები რომ ვიდეოზე ყოფილიყო ჩაწერილი, დაინახავდით, როგორ ვწევ ჭიქას თქვენთვის - გაუმარჯოს!"- აცხადებს რიჩარდ მაილსი.
მასალის გამოყენების პირობები






