რუსთავი 2-ის ექსკლუზიური დოკუმენტები - სესიაშვილის შვილის საქმეზე მიმოწერა სუს-სა და შსს-ს შორის
პოლიტიკა - 00:51, 28 Apr, 2017     12337
რუსთავი 2-მა ექსკლუზიური დოკუმენტები მოიპოვა, სადაც საუბარი ირაკლი სესიაშვილის შვილთან დაკავშირებით, რომელიც სიონის ქუჩაზე მომხდარი ქურდობის ფაქტს უკავშირდება.

დოკუმენტების თანახმად, 2015 წლის 5 მარტს შს სამინისტროში შევიდა შეტყობინება მოქალაქე ჯანო ბერაიასგან იმის თაობაზე, რომ თბილისში, სიონის ქუჩა ნომერ 13-თან გაჩერებული ავტომანქანიდან მოიპარეს მისი მეგობრის, თამარ წილოსანის ხელჩანთა. მომხდარ ფაქტზე იმავე დღეს დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით.

ამ ამბიდან 2 წლის შემდეგ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის შვილის, 20 წლის დავით სესიაშვილის დანიშვნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. სუს-მა დასანიშნი კანდიდატის, დავით სესიაშვილის სტანდარტული შემოწმების ფარგლებში, მისი თითის ანაბეჭდების დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა ჩაატარა.

ამ ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ დავით სესიაშვილის თითის ანაბეჭდები 2015 წლის 5 მარტს თბილისში, თამარ წილოსანის ხელჩანთის ქურდობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების დროს, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული თითის ანაბეჭდების იდენტურია.

ამ ფაქტს ადასტურებს 2017 წლის 6 თებერვალს შსს-დან სუს-ში გადაგზავნილი წერილი, რომლსაც ხელს აწერს საექსპერტო კრიმინალური დეპარტამენტი დირექტორის მოადგილე, გიორგი მახარაძე, რომელშიც ვკითხულობთ:

„გაცნობებთ, რომ შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, ექსპერტიზის სამმართველოს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილებაში, 2017 წლის 2 თებერვალს განხორციელდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისაღები კანდიდატის 1997 წლის 29 იანვარს დაბადებული დავით ირაკლის ძე სესიაშვილის დაქტილოსკოპირება.

ჩატარებული დაქტილოსკოპიური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დავით ირაკლის ძე სესიაშვილის ხელის ანაბეჭდი იდენტურია 2015 წლის 5 მარტს ქალაქ თბილისში სიონის -ქუჩა 13-თან ავტომანქანიდან ჩანთის ქურდობის ფაქტზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ხელის ორი კვალის,“ - წერია აღნიშნულ დოკუმენტში.

ასევე, 2017 წლის 24 თებერვალს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ძველი თბილისის სამმართველოს უფროსის, გიორგი ხაჟალიას მიერ ხელმოწერილ წერილში ვკითხულობთ, რომ ამ საქმეზე დავით სესიაშვილი დაკითხული იყო მოწმის სახით.

აღსანიშნავია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით შსს-სა და სუს-ს შორის გაგზავნილ ყველა წერილს გრიფით საიდუმლო ადევს.

ექსკლუზიური მასალების და დოკუმენტების შესახებ, რომელიც რუსთავი 2-მა მოიპოვა, დღეს განსხვავებული აქცენტების ეთერიდან გახდა ცნობილი.

წყარო: rustavi2.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42