გიორგი მარგველაშვილმა სამცხე-ჯავახეთში ქართული საწარმოები დაათვალიერა
პოლიტიკა - 20:38, 27 Apr, 2017     1431
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს კამპანიის ,,მოითხოვე ქართული“ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთს ეწვია და ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში წარმოებული პროდუქცია დაათვალიერა.


საპრეზიდენტო კამპანიით ,,მოითხოვე ქართული“, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, გიორგი მარგველაშცილი გოგა ჩანადირისა და ტარიელ ზივზივაძის ინიციატივას შეუერთდა, რომელიც ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის გზით ქართული ეკონომიკის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ფოკის დედათა მონასტერთან არსებული მაღაზია მომხმარებელს ნატურალური ქართული პროდუქციის - ჯემების, მურაბების, ტკბილეულის, ჩაის, საიუვილერო ნაწარმის, რძის პროდუქტებისა და ალკოჰოლური სასმელების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

დღესვე პრეზიდენტმა კომპანია ,,ჯორჯიან ბიზნეს ზონაც'' დაათვალიერა, რომელიც 2008 წელს ფონდის ,,ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს' საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა.

კომპანია ამ ეტაპზე უკვე 350 -მდე ფერმერისაგან იბარებს ნედლ რძეს და რამდენიმე სახეობის ყველს აწარმოებს.

საქართველოს პრეზიდენტმა კომპანიის წარმომადგენლებისაგან ის პრობლემები მოისმინა, რომელიც მათ წარმოებისა და რეალიზაციის პროცესში ექმნებათ. საკითხი ძირითადად რეალიზაციის ეტაპზე შექმნილ, კონსიგნაციის პრობლემას შეეხებოდა, რომელიც მეწარმეთა აზრით, პროდუქციის წარმოების პროცესსაც აფერხებს.

საკითხში გარკვევის დავალება გიორგი მარგველაშვილმა ეკონომიკურ მრჩეველს მაია მელიქიძეს მისცა, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენს შეხვდება და პრობლემის საკანონმდებლო დონეზე მოგვარებას შეეცდება.

როგორც მაია მელიქიძემ აღნიშნა, მსგავსი პრობლემა თითქმის ყველა ქარველ მწარმოებელს აქვს და აღნიშნული საკითხისადმი მიდგომა სისტემურ გადაწყვეტას საჭიროებს.

მაია მელიქიძის განცხადებით ქართული წარმოების გაძლიერებით, საქართველოს მოსახლეობა აძლიერებს ქართულ ეკონომიკას და ეხმარება ეროვნული ვაკლუტის სტაბილურობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42