"ღოღობერიძე მაღალი თანამდებობის პირს ზეწოლაში ადანაშაულებს" - დაკავებულის ადვოკატი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს
პოლიტიკა - 09:30, 28 Apr, 2017     2752
ბათუმში არეულობის მოწყობის ორგანიზებით დაკავებული მერაბ ღოღობერიძე მაღალი თანამდებობის პირს ზეწოლაში ადანაშაულებს - სკანდალური ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ დაკავებულის ადვოკატმა პაატა შავაძემ გაავრცელა.

მისი თქმით, ოღობერიძე ამბობს, რომ მასთან მაღალი თანამდებობის პირი იმყოფებოდა, რომელმაც ბათუმის არეულობის ორგანიზატორად სუსი-ს თანამშრომლის, ვინმე ყიფიანის დასახელება მოსთხოვა, სანაცვლოდ კი 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას დაჰპირდა.

"ღოღობერიძის განმარტებით, 2017 წლის 25 აპრილს მასთან იმყოფოდა თანამდებობის პირი, რომლის სახელს და გვარს მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ჯერჯერობით არ ამხელს. ამ პიროვნებამ ღოღობერიძეს წინასწარი დაკავების დაწესებულებაში მიმდინარე საქმის გამომძიებლის, უჩა კახიძის გამოძახება მოსთხოვა, რომლისთვისაც უნდა მიეცა ჩვენება. ამ ჩვენების მიხედვით ღოღობერიძეს უნდა ემხილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, ვიღაც ყოფიანი, როგორც აჭარაში არეულობის დამკვეთი, რომელიც 11-12 მარტს მოხდა. შესაბამისად, მერაბ ღოღობერიძის პასუხი ამ მითითებაზე იყო უარყოფითი. მერაბ ღოღობერიძეს მიაჩნია და განმარტავს, რომ არეულობა, რომელიც აჭარაში მოხდა, ეს იყო დაპირისპირება სუს-სა და შსს -ს შორის. ის შეეწირა ამ ორ უწყებას შორის დაპირისპირებას", - განაცხადა პაატა შავაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42