მისივე თქმით, "მთავარია, ამ პოლიტიკურმა კომპრომისმა არ დაკარგოს თავისი აზრი".
"ამ შემთხვევაში შეიძლება გადაიხედოს ჩვენი კონკრეტული გადაწყვეტილებები" - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
“ეს არის დღევანდელი მოცემულობა, რაც შეეხება საბოლოო ჯამში ვადებს, ეს ვადები შეიძლება სხვადასხვა გარემოებაზე იყოს დამოკიდებული. ჩვენ ვაგრძელებთ მსჯელობას პარლამენტის შიგნით და ამ თანამშრომლობის საფუძველზე იქნება საბოლოო დოკუმენტი მიღებული. მიგვაჩნია, რომ ჩვენი გრძელვადიანი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია გადავიდეთ საბოლოო ჯამში პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე. ასეთია ჩვენი ხედვა სისტემასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი წესით ჩატარებას, ეს არის ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი. მთავარია, ამ პოლიტიკურმა კომპრომისმა არ დაკარგოს თავისი აზრი. აქ საუბარია საერთო პოლიტიკურ კომპრომისზე. ჩვენი ხედვა არის განსხვავებული პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, ჩვენ მივდივართ კომპრომისის გამო ამ კონკრეტულ ნაბიჯზე, ანუ ვტოვებთ შვიდი წლით იმ სისტემას, რომელიც მიგვაჩნია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში არის არასწორი. ამას ვაკეთებთ საერთო პოლიტიკური კომპრომისის ჭრილში. თუ ეს დაკარგავს აზრს, ამ შემთხვევაში შეიძლება გადაიხედოს ჩვენი კონკრეტული გადაწყვეტილებები”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მანამდე პარლამენტის თავმჯდომარე ბიზნესმენებს შეხვდა.
"არის უამრავი არგუმენტი, რომელიც მიუთითებს პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის უპირატესობაზე, ჩვენ ვერც ერთი მყარი კონტრარგუმენტი ვერ მოვისმინეთ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, - თქვა კობახიძემ სასტუმრო “ბილტმორში” ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე.
მასალის გამოყენების პირობები






