„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადების საპასუხოდ, ირაკლი სესიაშვილის შვილთან დაკავშრებით, თავად ირაკლი სესიაშვილმა დღეს პროკურატურაში საქმის აღძვრის მოთხოვნით სარჩელი შეიტანა. ამასთანავე, მომხდარზე განმარტებაც გააკეთა, რასაც ენმ-ს რიგებიდან პასუხი მოჰყვა.
კოტე იოსელიანი ამბობს, რომ ირაკლი სესიაშვილმა იცრუა, როდესაც თქვა, რომ მის შვილს სამართალდამცავ ორგანოებთან შემხებლობა არ ჰქონია.
„სახეზე გვაქვს კიდევ ერთ ტყუილი, ორ-დღიანი ფიქრის შემდეგ, დღეს ირაკლი სესიაშვილმა დაადასტურა და აღიარა ის, რასაც საერთოდ გამორიცხავდა. აქვე უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ დანაშაულის ადგილიდან ამოღებული თითის ანაბეჭდები ნამდვილად ეკუთვნის დავით სესიაშვილს. ირაკლი სესიაშვილი უტიფრად იტყუება, რომ მისი შვილს თურმე არასოდეს შემხებლობა სამართალდამცავ სტრუქტურებთან და თურმე პოლიციის შენობაშიც არ ყოფილა ნამყოფი.
დღეს გამოვლინდა, რომ ის ნამყოფიც არის გარკვეული სახის კომუნიკაციაც გააჩნდათ მათთან. მთელი ქართული ოცნება და ბიუროკრატია ცდილობს იმას, რომ როგორმე მოახდინონ ნეპოტისტი და მატყუარა სესიაშვილის დისტანცირება ამ საქმისაგან,“-განაცხადა კოტე იოსელიანმა.
ირაკლი სესიაშვილის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკუთარი შვილის დასაქმებაზე აკეთებს აქცენტს ენმ-ს კიდევ ერთი ლიდერი.
„ბოლო ორი დღის განმავლობაში შეცვლილი რიტორიკა მეტყველებს იმაზე, რომ უშიშროების სამსახურები და სამართალდამცავი სამსახურები ცდილობენ საქმე ჩაფარცხონ რომ არ მოხდეს ამ საქმის პოლიტიკური გასკანდალება. ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ კანონი კრძალავს თანამდებობის პირების ოჯახის წევრების დასაქმებას ისეთ ორგანოებში სადაც მათ უწევთ ზედამხედველობა ან საკონტროლო საქმიანობა,“-განმარტავს ლევან ბეჟაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






