ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის დელეგაციამ რეზოლუციის პროექტის შუამდგომლობა დაარეგისტრირა
პოლიტიკა - 16:46, 27 Apr, 2017     1217
„ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში“ - ასე ჰქვია დიკუმენტს, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ დაარეგისტრირა. მას ხელს საპარლამენტო ასამბლეის სხვადასხვა წევრი ქვეყნების დეპუტატები აწერენ.

რეზოლუციის შუამდგომლობაში საუბარია რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდინარე ოკუპაციაზე და ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის, ე.წ. ინტეგრაციის შეთანხმებების ხელმოწერაზე, ცხინვალის რეგიონში ე.წ. რეფერენდუმისა და აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე, რაც, შუამდგომლობის ავტორების თქმით, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს.

რეზოლუციის შუამდგომლობაში ასევე საუბარია ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარებაზე, ადმინისტრაციული საზღვრის პირას მცხოვრები მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დარღვევასა და შეზღუდვებზე, მათ შორის, გადაადგილების თავისუფლების კუთხით, რაც კიდევ უფრო დაამძიმა ადმინისტრაციულ ზოლზე მოქმედი გამშვები პუნქტების დახურვამ.

დოკუმენტის მიხედვით, ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონში საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმები დაუშვას.ასევე, ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, შეწყვიტოს მიმდინარე ოკუპაცია და შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რეზოლუციის ინიციატივას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ბევრი მხარდაჭერი აღმოაჩნდა.

„რეზოლუციის შექმნის თაობაზე ჩვენი მოთხოვნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მონიტორინგს ითვალისწინებს, ანუ იმას, რომ ევროსაბჭოს წარმომადგენელი დაიშვას ტერიტორიებზე და მიეცეს შესაძლებლობა, რომ იქ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა შეაფასოს. ვიცით, რომ ამ ტერიტორიებზე ძალიან მძიმე მდგომარეობაა და განსაკუთრებით მძიმეა ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაცია. სამწუხაროდ, საერთაშორისო ორგანიზაციებს არ ეძლევა საშუალება, რომ ადგილზე შეაფასონ ეს მდგომარეობა. რეზოლუციის იდეას და ინიციატივას საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი აღმოაჩნდა და უშუალოდ რეზოლუციიის ტექსტზე მუშაობა სავარაუდოდ, მომავალ სესიაზე“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საპარლამენტო დელეგაციის წევრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ქართული დელეგაციის სრული შემადგენლობა მაქსიმალურად დაუჭერს მხარს რეზოლუციას და მის მისაღებად ყველა კონტაქტს გამოიყენებს.

„მივესალმები, რომ დღეს ასეთი დოკუმენტი შემოტანილია ნებისმიერ ასეთ თემაზე, რაც შეეხება საქართველოს უსაფრთხოებას, მის მთლიანობას, მის მომავალს. რა თქმა უნდა, შიდაპარტიული გამყოფი ხაზები არ არსებობს და ქართული დელეგაცია მთლიანად, მაქსიმალურად დაუჭერს მხარს და ყველა კონტაქტს გამოვიყენებთ, მათ შორის, ჩვენც, იმისთვის, რომ ყველა ასეთი რეზოლუცია იქნას მხარდაჭერილი და გატანილი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42