სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და რუმინეთის იუსტიციის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა
პოლიტიკა - 15:55, 27 Apr, 2017     1112
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და რუმინეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა და რუმინეთის იუსტიციის მინისტრმა ტუდორელ ტოადორმა მოაწერეს ხელი.

დოკუმენტი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემების ეფექტიანი მართვის, პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის, სარეაბილიტაციო მიდგომების, რესოციალიზაცია-რეინტეგრაციის პროგრამებისა და პენიტენციური ჯანდაცვის შესახებ ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ითვალისწინებს.

მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და რუმინეთის იუსტიციის სამინისტრო, პენიტენციურ დაწესებულებებსა და პრობაციის სამსახურის თანამშრომელთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდას, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მიმართ წამახალისებელი მიდგომების დანერგვას, სისტემის ეფექტიანი მართვის საკითხებსა და ფსიქიკური აშლილობის მქონე ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის განკუთვნილი პროგრამების შემუშავება-განხორციელების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას უზრუნველყოფენ. გათვალისწინებულია ერთობლივი პროექტების შემუშავება-განხორციელება. ასევე, ვიზიტების, საერთო ინტერესის სფეროებზე სამუშაო შეხვედრების, კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზება.

მხარეები იმედს გამოთქვამენ, რომ რუმინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაძლიერების საქმეში.

„საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ვაგრძელებთ ფართომასშტაბიან რეფორმებს, რათა დავნერგოთ საუკეთესო ევროპული სტანდარტები. დარწმუნებული ვარ, რომ სასჯელაღსრულების სფეროში საქართველო-რუმინეთს შორის ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება ემსახურება ორივე მხარის ინტერესებს, ხელი შევუწყოთ სასჯელის აღსრულებაზე პასუხისმგებელ უწყებათა პირდაპირი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, პირველ ვიცე-პრემიერ კახა კალაძესა და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, რუმინეთში 26 აპრილს გაემგზავრა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და დელეგაციამ შეხვედრები რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან, სენატის პრეზიდენტ კალინ პოპესკუ ტარიჩეანუსთან, დეპუტატთა პალატის პრეზიდენტ ნიკოლა ელივიუ დრაგნეასთან გამართა. კახა კახიშვილმა ორი ქვეყნის მთავრობათა წევრებს შორის გაფართოებულ შეხვედრასა და საქართველო-რუმინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42