ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომა 2018 წელს თბილისში გაიმართება
პოლიტიკა - 15:50, 27 Apr, 2017     821
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომა 2018 წლის ზაფხულში თბილისში გაიმართება, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა,მონიტორინგის კომიტეტის წევრმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დღეს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე მომხსენებლების - ბორის სილევიჩის და კირსტენ ლუნდგრენის ანგარიში მოისმინეს. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მომხსენებლების მხრიდან, საქართველოს მიმართ, ყველაზე პოზიტიური შეფასებები გაკეთდა. როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, მთავარი რეკომენდაცია სასამართლო რეფორმის გაგრძელების აუცილებლობა და ასევე, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებისთვის განსაკუთრებული ყურადღების დათმობაა.

„ძალიან პოზიტიური გამოხმაურება იყო თანამომხსენებლების მხრიდან. ჩვენ დღეს მოვისმინეთ დაახლოებით ოთხ ქვეყანაზე მსგავსი ანგარიში და ცალსახად, ყველაზე პოზიტიური შეფასება არის საქართველოს მიმართ. ორივე თანამომხსენებლის მხრიდან იყო ძალიან კარგი აქცენტები გაკეთებული. ძირითადი რეკომენდაციები, როგორც მათ საჯარო განცხადებაში არის, ეხებოდა, ერთის მხრივ, სასამართლო რეფორმის გაგრძელების აუცილებლობას, ასევე, საუბარი იყო იმაზე, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

დელეგაციის წევრის, ოპოზიცის წარმომადგენლის, გიორგი კანდელაკის თქმით, მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი, საკონსტიტუციო ცვლილებებს შეეხო და იმედი გამოითქვა, რომ ვენეციის კომისიის შენიშვნები გათვალისწინებული იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42