"საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა რუსეთის აგრესია"- მიხეილ ჯანელიძე
პოლიტიკა - 15:34, 27 Apr, 2017     1343
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა გერმანიის ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან. კერძოდ მიხეილ ჯანელიძე ეწვია გერმანიის მეცნიერებისა და პოლიტიკის ცენტრს, ასევე აღმოსავლეთ ევროპისა და საერთაშორისო სწავლების ცენტრს. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა, როგორც საქართველო-გერმანიის ურთიერთობაზე, ასევე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ამ მიმართულებით ქვეყნის სამომავლო გეგმებზე.

საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც წარმატებული მოდერნიზაციის ქვეყნის მნიშვნელოვან როლზე რეგიონში.

„დღეს აღმოსავლეთ ევროპაში მართლაც რთული ვითარებაა, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ის წარმოადგენს ერთგვარ მოწინავე ფლანგს რუსეთის აგრესიისა თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ. ევროპული პროექტი იყო ყველაზე წარმატებული ჩანაფიქრი, რომელმაც მოუტანა მშვიდობა, განვითარება და სტაბილურობა ევროპის კონტინენტს, დღეს ეს ყველაფერი გამოწვევის წინაშეა. საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც თავის თავზე იწვნია რუსეთის აგრესია, შემდეგ უკრაინა, თუმცა ვინ იქნება ამის შემდგომ არავინ იცის. მიუხედავად გამოწვევებისა საქართველო განუხრელად მიისწრაფვის ევროპული ინტეგრაციისკენ, დემოკრატიული განვითარებისკენ, რომელსაც მოაქვს სტაბილურობა და განვითარება. საქართველო ამ წარმატებებით, არის ერთგვარი მისაბაძი მაგალითი აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნებისთვის, რადგან ევროპულმა არჩევნებმა ჩვენ მოგვიტანა სტაბილურობა და განვითარება, ახალი შესაძლებლობები, როგორც ევროკავშირთან მიმართებაში, ასევე აზიის სახელმწიფოებთან ურთიერთობაში“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ გერმანიის აღმოსავლეთ ევროპისა და საერთაშორისო სწავლების ცენტრში - ZOIS.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მდგომარეობას, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას და საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და ომით დაშორიშებული მოსახლეობას შოროს ნდობის აღდგენის მიმართულებით.

გერმანიის აღმოსავლეთ ევროპისა და საერთაშორისო სწავლების ცენტრი - ZOIS 2016 წელს დაფუძნდა, რომელიც ორიენტირებულია აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკის საკითხებზე. გერმანიის მეცნიერებისა და პოლიტიკის ცენტრის წევრთა უმეტესობა კი დიდ გავლენას ახდენს გერმანიის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე, წარმოადგენს რა გერმანიის საგარო პოლიტიკის კვლევის ფუნდამენტურ ორგანიზაციას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42