"2017 წლის 1 იანვრიდან საჯარო სამსახურის ბიურო ვალდებულია განახორციელოს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი. დეკლარაციების მონიტორინგის მიზანია თანამდებობის პირის მიერ ქონებრივ დეკლარაციაში წარმოდგენილი მონაცემების სისრულისა და სისწორის შემოწმება, კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და პრევენცია. მონიტორინგის მიზნებისათვის ქონებრივი დეკლარაციების შერჩევაშესაძლებელია განხორციელდეს სამი გზით: ა) ერთიანი ელექტრონული სისტემის მიერ დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევა; ბ) დასაბუთებული წერილობითი განცხადება; გ) ბიუროს უფროსის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი კომისიის მიერ შერჩეული დეკლარაციები. თითოეულ შემთხვევაში, შერჩეული დეკლარაციების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს თანამდებობის პირთა საერთო რაოდენობის 5%-ს.
საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 14 თებერვალს დადგენილებით დაამტკიცა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის ინსტრუქცია. საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილების დაგვიანებით დამტკიცების გამო, საჯარო სამსახურის ბიურომ ვერ უზრუნველყო დამოუკიდებელი კომისიის შექმნა, რადგან დამოუკიდებელი კომისია უნდა შექმნილიყო 15 დეკემბრამდე და შესამოწმებელი დეკლარაციები უნდა შეერჩია 15 იანვრამდე. დამოუკიდებელი კომისიის შექმნა მნიშვნელოვანი იყო, რადგან იგი უზრუნველყოფდა სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობას შესამოწმებელი დეკლარაციების შერჩევის პროცესში (3 არასამთავრობო ორგანიზაციისა და 2 აკადემიური წრის წარმომადგენელი).
აღნიშნულის გათვალისწინებით, 2017 წლის განმავლობაში ხორციელდება ელექტრონული სისტემის მიერ შემთხვევით წესით შერჩეული და დასაბუთებული წერილობითი განცხადებით მოთხოვნილი დეკლარაციების მონიტორინგი. დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევა, ერთი მხრივ, ნებისმიერი თანამდებობის პირს უჩენს მოლოდინს, რომ მისი ქონებრივი დეკლარაცია შესაძლებელია შემოწმდეს, რაც სავარაუდოდ დადებით გავლენას მოახდენოს სწორად და სრულყოფილად შევსებული ქონებრივი დეკლარაციების რიცხვზე. თუმცა, მეორე მხრივ, თანამდებობის პირთა დიდი რაოდენობისა და შესამოწმებელი დეკლარაციების მცირე პროცენტული ოდენობის გათვალისწინებით, შემთხვევითი შერჩევა ნაკლები ალბათობით უზრუნველყოფს მაღალი კორუფციის რისკის მატარებელი თანამდებობების შერჩევას.
საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2017 წლის განმავლობაში სულ განხორციელდება 271 თანამდებობის პირისდეკლარაციის მონიტორინგი, რომელთაგან 268 დეკლარაცია შერჩეულია შემთხვევითი შერჩევით, ხოლო 3 თანამდებობის პირის (1. ზვიადკვაჭანტირაძე - პარლამენტის წევრი; 2. თამაზ ნავერიანი - პარლამენტის წევრი; 3. სამსონ თამარიანი - წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოსკომისიის თავმჯდომარე) ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
იმის გათვალისწინებით, რომ დამოუკიდებელი კომისია არ შეიქმნა, საიას მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ დასაბუთებული წერილობითი განცხადებით მიმართოს საჯარო სამსახურის ბიუროს და მოითხოვოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის - მიხეილ გიორგაძის და მინისტრის მოადგილის - კახი კანდელაკის თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი. მოთხოვნის წინაპირობას წარმოდგენს საიას მიერ 2016 წლის დეკემბერსა და 2017 წლის აპრილში გამოქვეყნებული მონაცემები, რომელიც მინისტრის და მოადგილის სავარაუდო კავშირზე მიუთითებს შპს „ინტერნეიშენალ ივენთთან“. აღნიშნულ კომპანიას დღემდე აქვს სახელწიფოს ვალი 1,189,722 ლარი, ხოლო კომპანიის იურიდიული მისამართი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის - მიხეილ გიორგაძის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოდგენს.
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის განავლობაში საჯარო სამსახურის ბიურო შეამოწმებს 14 პარლამენტის წევრის, 1 მინისტრის, 6 მინისტრის მოადგილის, 7 სსიპ-ის ხელმძღვანელის, 13 მოსამართლის, 3 პროკურორის, 2 დამოუკიდებელი მარეგულირებელი და მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენლის და 1 სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელის ქონებრივ დეკლარაციას. გარდა ზემოაღნიშნული თანამდებობის პირებისა, 2017 წლის განმავლობაში საჯარო სამსახურის ბიურო ასევე ამოწმებს სამინისტროებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ, შემთხვევითი პრინციპით შერჩეულ სხვა თანამდებობის პირებს.
საია მიიჩნევს, რომ „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის ვალდებულება 2017 წელს ნაწილობრივ სრულდება. იმის გათვალისწინებით, რომ 2017 წელს არ მოხდა დამოუკიდებელი კომისიის შექმნა და მათ მიერ თანამდებობის პირების შესამოწმებელი დეკლარაციების 5%-ის შერჩევა, აღნიშნული დეკლარაციების მონიტორინგის შესაძლებლობა არ იყო გამოყენებული. აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას, რომელმაც, მიუხედავად დადგენილების მიღებისათვის ხანგრძლივი დროის არსებობისა, ვერ უზრუნველყო ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის დროულად დამტკიცება"- აღნიშნულია განცხადებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მოსაძიებლად საია ბმულსაც აქვეყნებს.
თანამდებობის პირთა სია, რომელთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი განხორციელდება 2017 წლის განმავლობაში
ა) საქართველოს პარლამენტის წევრები
1. აბუსერიძე ირაკლი
2. აჩბა ვლადიმერ
3. ბაქრაძე დავით
4. გოგორიშვილი ხათუნა
5. ზოიძე აკაკი
6. მაისურაძე თეიმურაზ
7. მაღრაძე გუგული
8. ნიკოლაიშვილი რამაზ
9. ყაველაშვილი მიხეილ
10. ჩრდილელი ოთარ
11. კვაჭანტირაძე ზვიად (განცხადების საფუძველზე)
12. ნავერიანი თამაზ (განცხადების საფუძველზე)
13. ძნელაძე აკაკი - აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრი;
14. წოწონავა ანზორ - აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო, თავმჯდომარის მოადგილე;
ბ) მინისტრები, მინისტრის მოადგილეები და სსიპ-ის ხელმძღვანელები
1. იზორია ლევან - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, მინისტრი;
2. ბუთხუზი გიორგი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე;
3. თალაკვაძე არჩილ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მინისტრის მოადგილე (ყოფილი);
4. გამეზარდაშვილი ზურაბ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მინისტრის მოადგილე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი (ყოფილი)
5. ბერიკაშვილი მანანა - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე;
6. ფაცაცია გოგი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტრო, მინისტრის მოადგილე;
7. თებიძე სულიკო - აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მინისტრის პირველი მოადგილე;
8. სანიკიძე თამარ - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი;
9. ლიპარტია ზურაბ - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე;
10. ქაწაშვილი ზვიად - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი;
11. ბიჭაშვილი გიორგი - შინაგან საქმეთა სამინისტრო, სსიპ „112“ -ის დირექტორი;
12. ჩიკვაიძე ზურაბ - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე;
13. მოსულიშვილი დიმიტრი - ქ.თბილისის მერია, სსიპ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი (ყოფილი)
14. ჯიშკარიანი თეიმურაზ - ქ. თბილისის მერია, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე;
გ) მოსამართლე
1. ბერაია გია - ახალციხის რაიონული სასამართლო
2. ბერაია თეა - ფოთის საქალაქო სასამართლო (ყოფილი)
3. ბუსკაძე ნათია - თბილისის საქალაქო სასამართლო
4. ზამბახიძე თამარ- თბილისის სააპელაციო სასამართლო
5. კიკნაძე მარინა - ოზურგეთის რაიონული სასამართლო
6. ნოზაძე ლელა - თბილისის საქალაქო სასამართლო
7. სვანიძე დავით -სამტრედიის რაიონული სასამართლო
8. სირაძე მარინა - ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
9. ურთმელიძე თამაზ - თბილისის საქალაქო სასამართლო (ყოფილი)
10. ჩხაიძე სიმონ - ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
11. ჩხიკვაძე ლაშა - თბილისის საქალაქო სასამართლო
12. ჯაშიაშვილი ნათელა - გურჯაანის რაიონული სასამართლო (ყოფილი)
13. ჯინჭველაშვილი ეკატერინე - თბილისის საქალაქო სასამართლო
დ) პროკურორი
1. ბეჟუაშვილი ბაქარ - ქუთაისის რაიონული პროკურორი
2. ლანჩავა გიორგი - ფოთის რაიონული პროკურორი
3. ჯინჭველაძე დავით - ახალციხის რაიონული პროკურორი
ე) სხვა სახელმწიფო თანამდებობის პირები (მარეგულირებელი, მაკონტროლებელი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია)
15. თორდია ლაშა - საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, გენერალური აუდიტორი;
16. შონია გოჩა - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი;
17. ჩიხრაძე ფიქრია - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი - პოლიტიკური მდივანი;
ვ) სახელმწიფო საწარმოს დირექტორი
18. ონოფრიშვილი ალექსანდრე - შპს მთის კურორტების განვითარების კომპანია; დირექტორი;
მასალის გამოყენების პირობები






