შესაბამისი განცხადება "ნიუპოსტთან" ელისო კილაძემ არჩილ თალაკვაძის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომელიც მიიჩნევს, რომ "პროკურატურამ ელისო კილაძე მოწმეთა დაცვის პროგრამაში უნდა ჩართოს".
"არჩილ თალაკვაძეს მინდა მივმართო, ვისგან მემუქრება საფრთხე?! მე ვწერ სახელმწიფოზე, ვწერ ქართულ ოცნებაზე, მე ვწერ შინაგან საქმეთა სამინისტროზე და ვწერ სუსზე. თუ მას აქვს ინფორმაცია, რომ ეს უწყებები მემუქრებიან, თავდასხმა ან პროვოკაცია მზადდება ჩემი მისამართით, მან პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით უნდა მიმართოს. მე არ ვსაჭიროებ მოწმეთა დაცვის პროგრამაში შეყვანას, არ ველოდები არანაირ პროვოკაციას "ნაციონალური მოძრაობისგან" და არ ვიღებ ამ ხელისუფლებისგან შემოთავაზებას. ვურჩევ არჩილ თალაკვაძეს დაცვა კორუმპირებულ და მექრთამე იოსებ გოგაშვილს დაუნიშნონ, რომელიც მათი ხელისუფლების სახეა.
კითხვა მაქვს არჩილ თალაკვაძესთან: ის იყო შს მინისტრის მოადგილე და მაინტერესებს იცნობს თუ არა პოლიციის მაღალჩინოსან რამაზ თარაშვილს, რომლის ორგანიზებითა და ინიციატივით ჩემს შვილს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს. ჩემზე ზრუნვას თავი დაანებონ და მიხედონ ქვეყანას, ჩამოშლილ ხელისუფლებას და ძალოვან უწყებას"- განაცხადა ელისო კილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






