მმართველი გუნდის დაპირებების მიუხედავად, შემდეგ არჩევნებზე შესაძლოა მაჟორიტარული სისტემა აღარ გაუქმდეს. აღნიშნული სისტემის შეცვლას სოწორედ მოქმედი მაჟორიტარები ეწინააღმდეგებიან. მათი მხარდაჭერის გარეშე კი „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმების ოდენობის მოგროვება გაუჭირდება.
სწორედ აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს „ქართული ოცნების“ ოფისში მმართველი გუნდის წევრებმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, როგორც ცნობილია, გუნდში ერთსულოვანი პოზიცია არ არსებობს.
„მე ვფიქრობ, მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს მაშინ, როდესაც რეალურად თვითმმართველობები იქნება ძლიერი და არ დასჭირდებათ მაჟორიტარებს ჩარევა, გარკვეულ საკითხებში. ცემი დამოკიდებულება გუნდის ერთიან გადაწყვეტილებასთან დაკავშრებით არ იქნება წინააღმდეგობრივი, თუმცა, შევეცდები, რომ ჩემს გუნდში გავამყარო აზრი, რომ მაჟორიტარული სისტემა გაუქმდეს მაშინ, როდესაც თვითმმართველობები იქნება ძლიერი“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
კახა ოქრიაშვილის თქმით, იგი შერეულ სისტემას ემხრობა და ეცდება მმართველი გუნდი აღნიშნულში დაარწმუნოს:
„ვცდილობ დავარწმუნო მმართველი გუნდი, რომ ამ სისტემას არ შევეხოთ და დავტოვოთ მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემა. ბევრი მომხრეები გვყავს, თუმცა, არსებობენ ჯგუფები, ვისაც საკუტარი არგუმენტაცია აქვს, რომ უნდა იყოს პროპორციული სისტემა ეგრეთ წოდებული ბონუსით, რასაც ჩვენ, მაჟორიტარების მომხრეები ვეწინააღმდეგებით“, - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






