"შემთხვევითი არ არის, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარეობს მიზანმიმართული შეტევა ძალოვან უწყებებზე, მიმდინარეობს მათი დისკრედიტაციის მცდელობა. აქვე მინდა კომენტარი გავაკეთო ქალბატონი ელისო კილაძის საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ყურადღებით ვეკიდებით ამ საკითხს, მესმის მისი როგორც დედის წუხილები, მაგრამ ამ ეტაპზე აშკარაა, რომ ის ცდილობს შვილის საკითხი მთლიანად სუს-ს და სოსო გოგაშვილს დაუკავშიროს. ამ ფონზე ჩნდება მაღალი ალბათობა, რომ ეს ფონი ვინმემ გამოიყენოს, "ნაციონალურმა მოძრაობამ", ან სხვა დესტრუქციულმა ძალებმა დაგეგმონ გარკვეული პროვოკაცია ქალბატონი ელისოს წინააღმდეგ და ეს გამოიყენონ სუს-ის და გოგაშვილის დისკრედიტაციისთვის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საჭიროა პროკურატურამ განიხილოს ქალბატონი ელისოს დაცვის პროგრამაში ჩართვის საკითხი"- განაცხადა თალაკვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






