საქართველოში მაკრონმა გაიმარჯვა - რა შედეგები აჩვენეს პრეზიდენტობის კანდიდატებმა საზღვარგარეთ
პოლიტიკა - 13:31, 27 Apr, 2017     3233
საფრანგეთის საზღვრებს გარეთ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, ქვეყნის ტერიტორიაზე მიღებული შედეგებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. მაშინ როდესაც ჰექსაგონის მოსახლეობის 23%-მა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მხარი ემანუელ მაკრონს დაუჭირა, En marche !-ს ლიდერმა საზღვრებს მიღმა 40%-იანი მხარდაჭერა მიიღო. მეორე ადგილზე ფრანსუა ფიიონი გავიდა 26%-ით, ჟან-ლუკ მელენშონი მესამეზე 16%-ით, შემდეგ ადგილზე კი ბენუა ამონია 7%-ით.

ამომრჩვეელთა რაოდენობის მიხედვით ქვეყნები მნიშვნელოვნად განსხვავდება პირველ ადგილზე შვეიცარიაა, საიდანაც 66 000 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, მას მოსდევს ბელგია და აშშ, თითოეული 45 ათასი ამომრჩევლით. ყველაზე ცოტა ამომრჩეველი ლიბიაში იყო სადაც არჩევნებში მონაწილეობა 7 ადამიანმა მიიღო, მათგან 3-მა ფრანსუა ფიიონს დაუჭირა მხარი, 3-მა ბენუა ამონს, ერთმა კი ჟან ლუკ მელანშონს.

ემანუელ მაკრონმა ყველაზე კარგი შედეგი გერმანიაში აჩვენა 42 588 ამომრჩევლიდან მას მხარი 56%-მა დაუჭირა, ფრანსუა ფიონს 16%-მა, მელანშონს კი 12%-იანი მხარდაჭერა ერგო.

ფრანსუა ფიიონმა რეზულტატი ახლო აღმოსავლეთში აჩვენა, ლიბანში, ისრაელში და ასევე სირიაშიც, სადაც მან რეკორდული ხმები მიიღო 43 ამომრჩევლიდან მას მხარი 74%-მა დაუჭირა. ემანუელ მაკრონი კი მეორე ადგილზე გავიდა 14%-ით.

პირველ ადგილზე გავიდა ჟან ლუკ მელანშონი მოზამბიკში, 34%-ით, მეორე ადგილი კი 33%-ით ემანუელ მაკრონმა დაიკავა , მესამეზე სოციალისტების კანდიდატი ბენუა ამონი გავიდა 16%-ით.

მარინ ლე პენმა ყველაზე მეტი ხმა ჯიბუტიში მიიღო, 1415 ამომრჩევლიდან მას ხმა 27%-მა დაუჭიდა, მეორეზე აქ ჟან ლუკ მელანშონი გავიდა 26%-ით, ემანუელ მაკრონი კი 20%-ით მესამეზე.

რაც შეეხება საქართველოს და მეზობელ ქვეყნებს, საქართველოში პირველ ადგილზე ცენტრისტი ემანუელ მაკრონი გავიდა. 126 ამომრჩევლიდან 36%-მა მხარი სწორედ მას დაუჭირა, მეორე ადგილზე გავიდა ფრანსუა ფიიონი 33%-ით, მესამეზე ჟან ლუკ მელანშონი 15%-ით , მეოთხე ადგილი დაიკავა მარინ ლე პენმა 8%-ით, ხოლო ბენუა ამონი 6%-ით მეხუთზე.

მეზობელი ქვეყნებიდან ემანუელ მაკრონმა მიიღო ხმების უმრავლესობა თურქეთში, ირანში, უკრაინასა და აზერბაიჯანში, ხოლო ფრანსუა ფიიონი გავიდა პირველ ადგილზე რუსეთსა და სომხეთში.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება, მასში მონაწილეობას En marche !-ს ლიდერი ემანუელ მაკრონი და ნაციონალური ფრონტის ლიდერი მარინ ლე პენი მიიღებენ, რომლებმაც პირველ ტურში 23% და 21% მიიღეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42