სანქციები მოსამართლის შეურაცხყოფისთვის- ინიციატივას უმრავლესობა-უმცირესობა და NGO-ები აკრიტიკებენ
პოლიტიკა - 12:41, 27 Apr, 2017     1567
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას, რომლის თანახმადაც მოსამართლის შეურაცხყოფა შესაძლოა დასჯადი გახდეს პოლიტიკოსები ეხმაურებიან. როგორც უმრავლესობაში ასევე უმცირესობაში აღნიშნული ცვლილების საჭიროებას ვერ ხედავენ და თვლიან, რომ ამან შესაძლოა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გამოიწვიოს.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის ლევან გოგიჩაიშვილის თქმით დაუშვებელია, რომ გაჩნდეს პრივილეგირებული ჯგუფი, რომელთა გაკიცხვაც იქნება კანონით დასჯადი. გოგიჩაიშვილის შეფასებით ეს გამოხატვის თავისუფლების პრინციპს და დემოკრატიას დააზიანებს:

„რაღაცა რეგულაციების შემოღება, რომლითაც ადამიანებს პირზე ხელს მივაფარებთ და ვეტყვით, რომ იცით ამის თქმის უფლება არ გაქვთ. ეს ზოგადად პრაქტიკისთვისაც შეიძლება გახდეს საშიში, იმიტომ რომ თუ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელიც აღიარებს გამოხატვის თავისუფლების პრინციპს, პლურალიზმს, დემოკრატიას, მაშინ ჩვენ პროვილეგირებული ადამიანების ჯგუფს ვერ გავაჩენთ, რომელთა გაკიცხვაც იქნება კანონით დასჯადი. ეს არ შეიძლება“- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ინიციატივას სულელურს უწოდებს ერთიანი ნაციოონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე, ის არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება შესაძლოა ამ კანონის მიღებას დათანხმდეს:

„ეს იმდენად სულელური ინიციატივაა, რომ მხოლოდ ჩვენს მომსამართლეებს შეიძლება მოსვლოდათ თავში, რომ აკრძალულია მოსამართლის კრიტიკა. მაშინ რატომაა დაშვებული დეპუტატის კრიტიკა ან თუნდაც მღვდლის კრიტიკა? მე არ გამიკვირდება, რომ ამ ხელისუფლებამ ეს კანონი მიიღოს, ამიტომ მინდა გეგმა წინასწარ შევასრულო და ვთქვა, რომ მურუსიძე, ურთმელიძე, ნაზღაიძე და ის ორი ქალბატონი და 9 მოსამართლე მოსამართლეები კი არ არიან, არამედ არიან არაფორმალური მმართველის პირადი, დაქირავებული მოსამსახურეები“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი ტუღუშის განცხადებით ყველამ ნდა გაითავისოს რომ დემოკრატიულ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს. ამასთანავე გიორგი ტუღუში ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ აღნიშნული ინიციატივის ავტორი ევა გოცირიძე, ხელისუფლების ფავორიტი იყო ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს შორის.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი, რომელიც ფაქტიურად ავტორია ამ ინიციატივის, იყო ფავორიტი ევროსასამართლოს მოსამართლეობაზე. გარდა ამისა ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ საზოგადოებაში, სადაც დაცული უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლება. იუსტიციის საბჭოს და მის წევრებს კარგად უნდა ესმოდეთ სად გადის ზღვარი, როდესაც საკითხი ეხება გამოხატვის თავისუფლებას და ევროკონვენციით დადგენილ შეზღუდვებს.“- განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

მოსამართლეთა შეურაცხყოფისთვის გარკვეული სახის სანქციების დაწესების ინიციატივას არადემოკრატიულს უწოდებს სამოქალაქო სექტორიც:

„დღეს საკანონმდებლო დონეზე არსებობს არაერთი გარანტია, რომლის გამოყენებითაც მოსამართლეს შეუძლია დაიცვას თავისი რეპუტაცია და ასევე სასამართლოს დამოუკიდებლობა იყოს გავლენებისგან დაცული. ცხადია ლეგიტიმურია ის ინტერესი რომ სახელმწიფო უზრუნველყოფდეს მოსამართლეების დაცულობას, მაგრამ მე ვფიქრობ რომ გამოხატვის თავიუფლების შეზღუდვა ამ მიზანს ვერ მიაღწევს. ყველაზე კარგი გარანტია იმისა, რომ საზოგადოება პატივს სცემდეს სასამართლოს და სასამართლო დაცული იყოს უსამართლო კრიტიკისგან არის ხარისხიანი მართლმსაჯულება და იმ პრობლემებთან ეფექტური ბრძოლა რომელიც არსებობს სასამართლოში“- განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენრტრის ინსტიტუციური რეფორმების პროგრამის დირექტორმა სოფო ვერძეულმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას, არასერიოზულს უწოდებს საქართველოს სახალხო დამცველიც, ომბუდსმენის განმარტებით, კანონმდებლობაში ისედაც არსებობს ამ ტიპის რეგულაციები და მათი გამოყენება მოსამართლეებს შეუძლიათ. მისი განცხადებით ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს, მოსამართლეებს და ყველა საჯარო პირს კი გარკვეული თმენის ვალდებულება გააჩნიათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42