ჩვენი ინფორმაციით, კანდიდატთა შორის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და ნიკა მელია არიან.
"ნაციონალური მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კონკრეტულ გვარებზე არ საუბრობენ, თუმცა საკითხზე კონსულტაციებს ადასტურებენ.
"პარტიაში მერობის რამდენიმე ღირსეული კანდიდატი განიხილება, გადაწყვეტილება, თუ ვის წარადგენს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თბილისის მერობის კანდიდატად, შესაბამის ვადებში გახდება ცნობილი"- აღნიშნავენ "ნაციონალურ მოძრაობაში".
მერობის შესაძლო კანდიდატად დასახელების შესახებ ნიკა მელიამ "ნიუპოსტთან" რამდენიმე დღის წინაც ისაუბრა.
როგორც პარტიის ლიდერმა ,,ნიუპოსტს“ განუცხადა, საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს მიერ მაისის ბოლოს იქნება მიღებული.
,,დიახ, ჩემი კანდიდატურა განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. მაისის ბოლოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თბილისის მერობის კანდიდატს დაასახელებს“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






