ევროსაბჭოს ასამბლეის საპარლამენტო სხდომა - დღის ბოლოს ინტერპოლის შესახებ ანგარიში წარადგინეს. ევროპელი კანონმდებლების წინაშე „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი გამოვიდა. მან აქცენტი რუსეთის მხრიდან ინტერპოლის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე გააკეთა:
„ბოლო პერიოდში რუსეთმა მოახერხა გავლენის მოპოვება ინტერპოლზე, რამაც გაახშირა ამ ინსტანციის ბოროტად გამოყენების ფაქტები. რუსი გენერალი დაინიშნა ინტერპოლის ვიცე-პრეზიდენტად ევროპაში. მას მონაწილეობა აქვს მიღებული საბრძოლო ოპერაციებში, სავარაუდოდ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგაც, 2008 წელს. ამიტომ გასაკვირი არ არის რომ წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა 3 ქართველ ოფიცერზე. 2013-ში რუსეთმა ძებნა გამოაცხადა მოქმედ ქართველ პარლამენტარზე, გივი თარგამაძეზეც. ჩემი ხელისუფლება კი ინტერპოლს იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. მაგალითად ყოფილი თავდაცვის მინისტრის შემთხვევაში. დღევანდელი ანგარიში პირველი ნაბიჯია არსებული ვითარების საპირისპიროდ,“-განაცხადა გიორგი კანდელამა.
მასალის გამოყენების პირობები






