"მთავრობა გურიაში სტიქიის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება" - ნინო წილოსანი
პოლიტიკა - 23:25, 26 Apr, 2017     1835
23 აპრილის ჩოხატაურის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას მთავრობა ზიანს აუნაზღაურებს.

რამდენი ოჯახი დაზარალდა, რა თანხას მოიცავს მიყენებული ზიანი და რა ფორმით დაეხმარება მთავრობა გურიის მოსახლეობას, ამ საკითხებზე ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონის მაჟორიტარს, ნინო წილოსანს ვესაუბრეთ:

როგორც ჩვენთვის ცნობილია, მთავრობა გურიაში მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს. რა თანხაზეა საუბარი?
მთავრობამ ჩემთვის ძალიან სასიხარულო გადაწყვეტილება მიიღო - სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ზიანი სრულად აუნაზღაურდებათ. ჩემი ინფორმაციით, ზარალის ოდენობა ლანჩხუთსა და ჩოხატაურში მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. მთავრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი მოსახლეობის გვერდით არის და მათ ტკივილს იზიარებს, რაც ჩემთვის სასიხარულოა.

რამდენი ოჯახი დაზარალდა სტიქიის შედეგად?

სტიქიის შედეგად ორივე მუნიციპალიტეტში დაზიანდა 200-ზე მეტი კერძო სახლი და რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა. იმ დღესვე მოხდა თითოეულ რაიონში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მხრიდან რეაგირება, შეიქმნა შესაბამისი კომისიები. კომისიის წევრებმა ზარალის აღწერა მოახდინეს, რომლის შესახებ ინფორმაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცა და მთავრობაზე გავიდა. მე პირადად მოვინახულე დაზარალებული ოჯახები. სამწუხაროდ, სტიქიის შედეგად ერთი სახლი სრულად იყო დანგრეული. უმეტეს შემთხვევაში დაზიანებულია სახლების სახურავები, კედლები.

თუ გაქვთ ინფორმაცია, როდიდან დაიწყება ზარალის ანაზღაურება?
ზუსტი თარიღი მაშინ გამოცხადდება, როცა მთავრობის განკარგულება ოფიციალურად გამოიცემა. გარდა ამისა, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ორივე მუნიციპალიტეტში, ჩემი ინიციატივით, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თანხები სამართლიანად განაწილდეს და პროცესი გამჭვირვალედ და ეფექტურად წარიმართოს"- აღნიშნა წილოსანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42