ინიციატივას იუსტიციის საბჭოს მდივანი აფასებს და ამბობს, რომ უნდა ჩატარდეს კონფერენცია და განისაზღვროს სად გადის ზღვარი კრიტიკასა და ლანძღვას შორის.
„ქრონიკის“ ეთერში ლევან მურუსიძემ პატრიარქის სიტყვები მოუშველია: "მე მახსოვს ერთხელ ჩვენმა პატრიარქმა ეპისტოლეში თქვა, რომ ის გზა, რომლითაც მიდის ეს ლანძღვა-გინება, არის გზა ჯოჯოხეთისაკენ".
იუსტიციის საბჭოს მდივანი დიდი კონფერენციის ჩატარების ინიციატივით გამოდის, სადაც მოხდება განსაზღვრა სად გადის ზღვარი რეალურ სიტყვის თავისუფლებასა და ლანძღვას შორის:
"სიტყვის თავისუფლება არის დიდი ფასეულობა, მაგარამ სიტყვის თავისუფლების გარდა არსებობს სხვა ფასეულობები და სიტყვის თავისუფლების სახელით, როდესაც სხვა ფასეულობების შელახვა მოხდება, ეს არ უნდა დავუშვათ." განაცხადა ლევან მურუსიძემ "ქრონიკის" პირდაპირ ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები






