26 მსჯავრდებულის საქმიანობას პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე მიკრო ბიზნესის სტატუსი მიენიჭა
პოლიტიკა - 13:22, 26 Apr, 2017     1085
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელშეწყობით, მსჯავრდებულების ინდივიდუალურ საქმიანობას პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე მიკრო ბიზნესის სტატუსი მიენიჭა. ამ სტატუსით შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა N5, N7, N8, N15, N16 და N17 პენიტენციურ დაწესებულებებში 26 მსჯავრდებული დაარეგისტრირეს. გასულ წელს პირველ ეტაპზე კი, მიკრო ბიზნესის სტატუსით 40-მდე მსჯავრდებულის საქმიანობა დარეგისტრირდა.

მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭების შემდეგ, მსჯავრდებულთა მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ხელნაკეთი ნივთები სპეციალური ონლაინმაღაზიის online.moc.gov.ge-ის მეშვეობით იყიდება. რეალიზაციიდან მიღებული თანხა კი, მსჯავრდებულთა ანგარიშზე ირიცხება. მიკრო ბიზნესის სტატუსი მათთვის დაბეგვრის შეღავათიან რეჟიმს უზრუნველყოფს და საშემოსავლო გადასახადისგან ათავისუფლებს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის გიორგი ციბაძის განცხადებით, აღნიშნული უპრეცედენტო ინიციატივა ხელს უწყობს მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდის პეროდში ჰქონდეთ შემოსავალი და ასევე, გათავისუფლების შემდეგაც გამოიყენონ პენიტენციურ დაწესებულებაში მიღებული ცოდნა და განაგრძონ იგივე საქმიანობა.

„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ინიციატივით, 2016 წელს უპრეცედენტო პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებში პატიმრებს საშუალება მიეცათ ნივთები, რომელსაც ამზადებენ პენიტენციურ დაწესებულებებში ონლაინმაღაზიის, სპეციალური ვებგვერდის საშუალებით გაყიდონ და მიიღონ გარკვეული შემოსავალი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის კუთხით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ამ მსჯავრდებულების საქმიანობას მიკრო ბიზნესის სტატუსი ენიჭება. სამინისტრო მომავალშიც შეუწყობს ხელს თავის ბენეფიციარებს პატიმრობის პერიოდში ჰქონდეთ გარკვეული შემოსავლის მიღების შესაძლებლობა“, - განაცხადა გიორგი ციბაძემ.

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მადინა მაყაშვილის თქმით, მიკრო ბიზნესის სტატუსით განსაზღვრული შეღავათებით მსჯავრდებულები გათავისუფლების შემდეგაც ისარგებლებენ.

„შემოსავლების სამსახური პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების საქმიანობისთვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭებას ახორციელებს. ეს სტატუსი მათ საშუალებას მისცემს არ გადაიხადონ გადასახადები იმ შემოსავალზე, რომელსაც მიიღებენ მათ მიერ ხელნაკეთი ნივთების ონლაინმაღაზიის საშუალებით რეალიზაციისას. ისინი გათავისუფლები იქნებიან სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგანაც“, - განაცხადა მადინა მაყაშვილმა.

მსჯავრდებულთა განცხადებით, მსგავსი სახის ინიციატივები მათ მიერ დამზადებული ნივთების რეალიზაციას უწყობს ხელს, შეღავათების მინიჭება კი, მათთავის ძალიან მნიშვნელოვანია.

მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებებში სამკაულებს, თექის ნაწარმს, ხის ნაკეთობებს და სხვადასხვა სახის ნივთებს ამზადებენ, ასევე, წერენ და ქარგავენ ხატებს. სწორედ მათ მიერ დამზადებული ნივთების რეალიზაციის მიზნით ფუნქციონირებს ონლაინმაღაზია online.moc.gov.ge. სასჯელაღსრულების სამინისტრო შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით, მსჯავრდებულთა დასაქმებისა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით ნოვაციურ პროექტებს მომავალშიც განახორციელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42