"ქვეყნის მომავლის დასაცავად ყველა ერთად უნდა დადგეს"- მოძრაობა "დაიცავი კონსტიტუცია" სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს
პოლიტიკა - 12:25, 26 Apr, 2017     1614
მოძრაობა „დაიცავი კონსტიტუცია“ სამოქმედო გეგმაზე კონსულტაციას აგრძელებს. მოძრაობაში, რომელშიც ჩართულია საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, ასევე სამოქალაქო სექტორი კონსტიტუციის დასაცავად სხვადასხვა აქტივობებს გეგმავს, ისინი არც საპროტესტო აქციებს გამორიცხავენ.

"ევროპული საქართველოს" წევრის ხათუნა გოგორიშვილის თქმით, საქართველოში ყველამ უნდა დაინახოს, რომ ხელისუფლება არის თავისი საკონსტიტუციო ცვლილებებით ხელში დარჩენილი მარტო:

„დღეს არის მნიშვნელოვანი ერთი საკითხი, საქართველოში ყველამ დაინახოს, რომ ხელისუფლება არის თავისი საკონსტიტუციო ცვლილებებით ხელში დარჩენილი მარტო. რომ სხვა არავინ ამ ცვლილებებს მხარს არ უჭერს და ეს სხვა არიან არა მარტო პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები, არამედ რაც მთავარია, ასეთ აზრზე არის საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი,“- განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა რურუას შეფასებით, ხელისუფლება და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილი ლამობს ძალაუფლების ერთ ხელში მოქცევას, რაც ქვეყნის დემოკრატიისთვის და მომავლსითვის ძალიან ცუდია. ამიტომ ნიკა რურუა საზოგადოებას ამ პროცესის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს:

„საქართველო დღეს უნდა წავიდეს დემოკრატიისკენ, მეტი ღიაობისკენ, ადამიანების მეტი ჩართულობისკენ და უფრო წესიერი-წესისმიერი თამაშის წესებისკენ და არა პირიქით. დღეს ძალაუფლების კონსოლიდაცია ერთ ხელშია აღებული, რასაც ივანიშვილი ლამობს არ არის დასაშვები და არის ყველასთვის ცუდი. ამიტომ ყველა ერთად უნდა დადგეს, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და მისი მომავალი“- განაცხადა ნიკა რურუამ.

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა კაციტაძის თქმით, ერთმანეთის პარალელურად რამდენიმე აქტივობა განხორციელდება, მათ შორისაა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და საერთო-საჯარო განხილვებში მონაწილეობაც. როგორ კაციტაძე ამბობს, „ქართული ოცნების“ ფიქრი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საქმე მოითავა ნაადრევია:

„საერთო-საჯარო განხილვებში ჩართულობითაც და მის პარალელურადაც ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი შეხვედრა. იმისათვის, რომ საზოგადოებამ გაიგოს რასთან გვაქვს საქმე ახალი კონსტიტუციური პროექტის თანახმად. ამის პარალალურად ჩვენ დავგეგმავთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტივობებს. თუ ჰგონია ქართულ ოცნებას, რომ მოამთავრა საკონსტიტუციო ცვლილებები და ყველაფერი ისე იქნება, როგორც მათ უნდათ ძალიან ცდებიან“- განაცხადა მამუკა კაციტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42