„საზოგადოება ამ ტყუილებს ნამდვილად არ დაიჯერებს ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო, თუ ხელისუფლება მართლა ირგებს თავის თავზე კონსტიტუციას, მაშინ რატომ აწყობს სათავისოდ უარესი საარჩევნო სისტემა. მაშინ როდესაც გვაქვს მშვენიერი საარჩევნო სისტემა, რომელიც უფრო მაღალი გარანტიაა, რომ ქართულმა ოცნებამ შეინარჩუნოს ძალიან დიდი ხანი ხელისუფლება, ამაში ლოგიკა არ არსებობს,“-აცხადებს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე.
გია ვოლსკის განცხადებით, ხელისუფლება მზად არის გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები:
„არგუმენტირებული პოზიციები საინტერესო იქნება საზოგადოებისთვისაც, ვენეციის კომისიისთვისაც, ჩვენი პარტნიორებისთვისაც. ამ თემაზე ლაპარაკია საჭირო და რაც შეიძლება ნაკლები აჟიოტაჟი, იმიტომ, რომ არის პარტიული სტრუქტურები, რომელიც პოლიტიკურ ზედაპირზე შენარჩუნების ერთადერთ საშუალებად განიხილავენ ხმაურს, განცხადებებს, მათ შორის უსაფუძვლოს,“-აცხადებს გია ვოლსკი.
მასალის გამოყენების პირობები






