ირაკლი ჩხვირკიას დაკავებას ოპოზიცია პოლიტიკურ დევნად აფასებს - პროკურატურასთან კითხვები აქვს მმართველ გუნდსაც
პოლიტიკა - 10:39, 26 Apr, 2017     1746
ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის დაკავებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან. აჭარის უმაღლეს საბჭოში, მმართველი გუნდის წარმომადგენლის ნინო ჩხეტიას თქმით, პროკურატურას კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს, რადგან რთულია იმის თქმა რომ ჩხვირკვიას და ღოღობერიძეს შესაძლოა ერთმანეთთან რაიმე კვეთა ქონდეს:

„რამდენად იყო მათი ერთმანეთთან კვეთა ამის თქმა ძალიან რთულია. მე ვფიქრობ რომ პროკურატურას მოუწევს ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემა. იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ პროცესი იყო ძალიან რთული, რამდენიმე ეპიზოდი ჰქონდა და არ არის გამორიცხული, რომ გარკვეულ წილად ამ ორ პირს არ ჰქონდათ პოლიტიკურ- იდეოლოგიური და ა.შ. შემხებლობა ერთმანეთთან დაკავშირებით, მაგრამ სხვადასხვა ეპიზოდებთან მიმართებაში იკვეთებოდეს მათი მონაწილეობა პროცესების მართვის“- განაცხადა ნინო ჩხეტიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის დაკავებაში პოლიტიკურ სარჩულს ხედავს ოპოზიცია. ენმ-ს განცხადებით ჩხვირკვიას ბათუმში განვითარებული პროცესების ორგანიზებასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ის პოლიტიკური ნიშნით დააკავეს. მირდატ ქათამაძე პარალელს კორცხელის მოვლენებთან ავლებს:

„სასამართლოს გადაწყვეტილება ირაკლი ჩხვირკიასთვის პატიმრობის შეფარდების, ეს იყო ნათელი მაგალითი იმისა, რო ამ ქვეყანაში განსხვავებული აზრი იდევნება. წინააღმდეგ შემთხვევაში მაშინ როგორ შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ ირაკლი ჩხვირკია, რომელიც შემთხვევის ადგილზე არ იყო, ორგანიზების ბრალდებით დააკავეს, ხოლო კორცხელის მონაწილე ზონდერ ბრიგადა დღესაც თავისუფალია.“-განაცხადა მირდატ ქათამაძემ.

ენმ-ს წევრი აკაკი მინაშვილის თქმით ქვეყანას ყავს ხელისუფლება, რომელიც აკავებს ქვეყნის პატრიოტებს, საქართველოსთვის მებრძოლ ადამიანებს. მინაშვილი ჩხვირკვიას უფლებების დაცვის პირობას დებს:

„ეს არის ხელისუფლება, რომელმაც გამოუშვა რუსი ჯაშუშები. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც გმირად გახადა ლადო ბედუკაძე, ეს არის ხელისუფლება, რომელმაც წითელი ხალიჩები დაუგო კრიმინალურ ავტორიტეტებს, კანონიერ ქურდებს. ჩვენ გვახსოვს "რემენას" ჩამოსვლის ამბავი საქართველოში და ამის საპირისპიროდ ეს არის ხელისუფლება, რომელიც აკავებს ქვეყნის პატრიოტებს, საქართველოსთვის მებრძოლ ადამიანებს. ჩვენ ნებისმიერ მომენტში და ნებისმიერ დროს დავიცავთ ჩხვირკიას უფლებას. ასეთ მოქმედებებს ქართული ოცნების, ასეთ მოქმედებებს ბიძინა ივანიშვილისას აქვს თავისი პოლიტიკური ფასი,“-განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

პოლიტიკურ დევნაზე აკეთებენ აქცენტს „ევროპული საქართველოშიც“, ვროპული საქართველოს წევრი პეტრე ზამბახიძის თქმით ჩხვირკიასთან დაკავშირებით სასამართლომ არაობიექტური გადაწყვეტილება ხელისუფლების დაკვეთით მიიღო:

„სასამართლო პროცესი იყო აბსოლუტურად პოლიტიკური დევნა. როგორც ჩანს სასამართლომ მიიღო შეკვეთით არაობიექტური გადაწყვეტილება, უსამართლო გადაწყვეტილება და ბუნებრივია, რომ არანაირი მტკიცებულება არ იქნება, რადგან ფიზიკურად არც კი იმყოფებოდა ეს ადამიანი იქ.“- განაცხადა პეტრე ზამბახიძემ.

ირაკლი ჩხვირკიას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივს ხედავენ არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის ბაჩუკი ქარდავას თქმით, ჩხვირკია ხელისუფლებისადმი ოპოზიციური დამოკიდებულების გამო დააკავეს:

„ირაკლი ჩხვირკია პირწმინდად პოლიტიკური პატიმარია და ძალიან შორს არც სინდისის პატიმრის სტატუსისგანაა - საერთაშორისო ამნისტია პოლიტიკურ პატიმრად აღიარებს იმ პირს, რომელიც დაკავებულია ხელისუფლებისადმი ოპოზიციური დამოკიდებულების გამო, რაც გამოიხატა, როგორც განცხადებებში ასევე სხვა ტიპის საპროტესტო აქციებში, რომელსაც მოგვიანებით წარუდგინეს ბრალდება სისხლის სამართლის დანაშაულში აშკარად ცრუ საბაბით.“- აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42