გადაკეტილი გზა და შეწყვეტილი ელექტროენერგია - ივანიშვილმა ამჯერად წაბლის ხე წაიღო
პოლიტიკა - 09:02, 26 Apr, 2017     21463
გუშინ გვიან ღამით, ნატანებიდან ივანიშვილის წაბლის ხე წაიღეს, რის გამოც პატრულმა ოზურგეთი-ურეკის გზა გადაკეტა,

საქართველოს ექს პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენილი კიდევ ერთი ხე, ნატანებიდან შეკვეთილში გადააქვთ.

ნატანებელი ქ. კახურაშვილისგან 5 ათას დოლარად შეძენილი 115 წლის წაბლის ხის ტრანსპორტირება რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.ხის გადატანის გამო, საპატრულო ეკიპაჟებს გადაკეტილი აქვს ოზურგეთი-ურეკის საავტომობილო გზა. გადაადგილება აღნიშნული მიმართულებით, მხოლოდ შემოვლითი გზითაა შესაძლებელი.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სწორედ ამ მიზეზით, სოფელს შუქის მიწოდება უკვე შეუწყდა.

რაც შეეხება წაბლის ხეს, როგორც ისინი ჩვენთან საუბრობენ, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ხეა, რაც ბიძინა ივანიშვილს ნატანებიდან მის დენდროლოგიურ პარკში გადასატანად შეუძენია:

'პირადად ნახა ეს ხე. ძალიან მოწონა. მართლა ულამაზესია. რამდენიმე წლის წინ, ხე ოჯახის უფროსმა გადამორა, მერე რამდენიმე ახალი ნერგიც ამოიყარა და ისე ლამაზ არის ეს ახალი ნერგები, საოცარი სანახავია. როცა ივანიშვილს უნახავს ეს ხე, როგორც მაშინ ამბობდნენ, უთქვამს ასაკის გამოც ვიყიდდი, მაგრამ ამის სილამაზით უფრო მოვიხიბლეო. 5 ათასი დოლარი გადაიხადაო, ჩვენ ასე ვიცით. იქნებ ოჯახს მეტიც კი მისცა, რა ვიცით"-გვეუბნებიან ქვემო ნატანებლები. აღნიშნული წაბლის ხის უკვე ყოფილი მეპატრონე იმ პედაგოგის მეზობლად ცხოვრობს, რომლისგან შეძენილი 2 საუკუნოვანი წიფელი გადატანის დროს შუაზე გადატყდა.

ხის ტრანსპორტირებას კომპანია "ზიმოსთან" ერთად თურქული კომპანიაც აწარმოებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42