გადასახადებისაგან თავის არიდების მიმართულებით ზღვარი იზრდება - 50 000 ლარიდან 100 000 ლარამდე. განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში ის 150 000 ლარით განისაზღვრება.
ფინანსთა მინისტრმა მოიყვანა ოფიციალური სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, 2010-2012 წლებთან შედარებით, 2015-2016 წელს პრაქტიკულად 10-ჯერ ნაკლები პიროვნება მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში შესაბამისი მუხლით და პრაქტიკულად, სამჯერ ნაკლები საქმე აღიძრა.
„ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ გვაქვს შესაძლებლობა, აღნიშნული მუხლი უკვე სისხლის სამართლის დანაშაულიდან ადმინისტრაციულ დანაშაულში გადავიტანოთ და შესაბამისად, ადამინებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ მათ შეასრულონ თავიანთი ნაკისრი ვალდებულებები. ასევე, უქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმ ქმედებებისთვის, რომლებიც რეალურად მხოლოდ საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის მიზნით, მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი საშუალებას იძლევა, რომ გადამხდელმა თანდათან დაფაროს ვალდებულებები, შეუფერხებლად განაგრძოს საქმიანობა და გააჯანსაღოს ბიზნესი.
„ჩვენ მათ კიდევ არაერთ საკანონმდელო ინიციატივას მოვამზადებთ, რათა გადამხდელმა საქმიანობა უფრო მეგობრულ გარემოში განახორციელოს და ნაკლები დრო დახარჯოს საგადასახადო სამსახურთან ურთიერთობაში“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






