ინტერ რაოსა და ენერგეტიკის სამინისტროს შორის დავა - დარგის ექსპერტების თქმით, თუ საქმე საარბიტრაჟო სასამართლომდე მივიდა, ხელისუფლებას კომპენსაციის გადახდა მოუწევს. მათი თქმით, ეს მომავალში სამომხმარებლო ტარიფზე აისახება.
„არბიტრაჟამდე საქმე არ უნდა მივიდეს იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუთელასმა სწორად გააკეთა გათვლები და მას მართლა ეკუთვნის, მაშინ ეს მას უნდა აუნაზღაურდეს,ეს ტარიფის ხარჯზე მოხდება“ - განაცხადადა პაატა ცინცაძემ.
ექპერტ დავით ებრალიძის თქმით, ეიეს თელასმა კორპორაციამ სუფთა აქტივები მიჰყიდა ინტერ რაოს.
„როდესაც ინტერ რაომ იყიდა ეიეს კორპორაციისგან თელასი, მაშინვე დაფიქსირდა, რომ ინტერ რაომ გადაიხადა მხოლოდ 23 მილიონი დოლარი, ხოლო ინვესტიციები, რომელიც ტარიფში იყო ასახული, ეს იყო დაახლოებით 200 მილიონზე მეტი, რომელიც საერთოდ არ ეკუთნოდა ინტერ რაოს. ეს იყო ეი ეს კორპორაციის ინვესტიციები. ეი ეს კორპორაციამ ეს ინვესტიციები ზარალში გაუშვა, ჩამოწერა და სუფთა აქტივები მიჰყიდა ინტერ რაოს,“ - აცხადებს დავით ებრალიძე.
ცნოვისთვის, საქართველოს მთავრობამ საარბიტრაჟო სასამართლოდან "ყაზტრანსგაზის" სარჩელზე შეტყობინება მიიღო. ყაზახური მხარე ინვესტიციების ანაზღაურებას ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






