თამარ ჩუგოშვილი ვენეციის კომისიის მდივანს შეხვდა
პოლიტიკა - 19:34, 25 Apr, 2017     1427

ევროპელი კოლეგების შეფასებით კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები ძალიან პოზიტიური და სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია ყველა მიმართულებით, ამის შესახებ საქართველოს პარლმენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ვენეციის კომისიის მდივანთან, თომას მარკერტთან სტრასბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თამარ ჩუგოშვილმა და თომას მარკერტმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობისა და მომზადებული პროექტის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებმაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, თომას მარკერტმა დაადასტურა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესსა და უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული ცვლილებები შესაბამისობაშია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან.

„ყურადღება გავამახვილეთ იმ ნორმებზე, რომლებზეც განსხვავებული მოსაზრებები არის საქართველოში და რომლებზეც კრიტიკა ისმის - ამ საკითხებზე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღებით ვესაუბრეთ. ზოგადი შეფასება არის ის, რომ ტექსტი და ცვლილებები არის ძალიან პოზიტიური და ძალიან სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯები ქვეყნისთვის ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით, საარჩევნო სისტემის ცვლილების კუთხით. რაც შეეხება კონკრეტულ მოსაზრებებს, რამდენიმე შედარებით ტექნიკური ხასიათის შენიშვნა შეიძლება ჰქონდეს ვენეციის კომისიას“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

„ორ კონკრეტულ თემაზე შემიძლია გითხრათ - ერთი შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესს, რომელზეც ჩვენ მოვისმინეთ ბევრი კრიტიკა, რომ პრეზიდენტს თითქოს ვართმევდით გარკვეულ უფლებამოსილებას, ვენეციის კომისიის ექსპერტებმა დაგვიდასტურეს, რომ ეს არის სწორი ჩანაწერი, ეფუძნება მათ რეკომენდაციას და შესაბამისად, თავად სასამართლო სისტემას უნდა ჰქონდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების დასახელების უფლება. იგივე ეხება ზუსტად უშიშროების საბჭოს თემას. ანუ პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, ორი ცვლილება, რომელიც პროექტშია, ვენეციის კომისიამ დაგვიდასტურა, რომ სწორად არის ასახული და ასეც უნდა იყოს და ეს სრულ შესაბამისობაშია მათ რეკომენდაციებთან. ეს იმ სპეკულაციების დასასრულებლად, რასაც, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა - ამ ორ თემაზე ზუსტად ვიცით პოზიცია და შეცვლას არ ექვემდებარება“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე განცხადებით, ვენეციის კომისიას შენიშვნები არ აქვს და ცალსახად პოზიტიურად აფასებს ცვლილებებს პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან, ხუთპროცენტიან ბარიერთან და ბლოკებთან დაკავშირებით.

შეხვედრას, თამარ ჩუგოშვილთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრი, ნინო გოგუაძე ესწრებოდა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში ვიზიტს აგრძელებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში მონაწილეობის პარალელურად, ქართველი დეპუტატები მაღალი დონის შეხვედრებს მართავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42