ცნობილი ონკოლოგი, პროფესორი რეზო გაგუა 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. თოდუას კლინიკის პერსონალის ინფორმაციით, გაგუა საოპერაციოდან გამოვიდა, მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა.
რეზო გაგუა საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის გენერალური დირექტორი იყო.
რეზო გაგუა 1945 წელს, ქალაქ ფოთში დაიბადა. 1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1969-1970წწ. იყო ფოთის საავადმყოფოს ქირურგი; 1970-1972წწ. მოსკოვის კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1972-1975წწ. მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; 1975-1979წწ. თბილისის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1989 წლიდან საქართველოს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში და თორაკალური ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი.
მასალის გამოყენების პირობები






