"ქართული პროდუქციის შეძენით, ყოველდღიური პატრიოტიზმით ვაძლიერებთ ქართულ წარმოებას"- პრეზიდენტი
პოლიტიკა - 18:18, 25 Apr, 2017     1733
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ,,მოითხოვე ქართული“ კამპანიის ფარგლებში დამზადებული დაგროვებითი ბარათის პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით შექმნილი ქართული პროდუქციის დაგროვების ბარათის მიზანი ქართული პროდუქციის გაყიდვების სტიმულირება და ქართულ პროდუქციაზე მომხმარებლის მოთხოვნის გაზრდაა.

პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს- ქართველ მწარმოებლებს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებსა და ჟურნალისტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა და განაცხადა, რომ კამპანია „მოითხოვე ქართული“ ქართული წარმოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მასტიმულირებელი და ხელშემწყობი ფაქტორია.

„კამპანიით „მოითხოვე ქართული“ შევუერთდით ტარიელ ზივზივაძისა და გოგა ჩანადირის უკვე დაწყებულ ინიციატივას, რომლის მიზანიც ეროვნული წარმოების წახალისებაა.

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ეკონომიკური პრობლემები წარმოების, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებით დაიძლიოს.

ვიცით, რომ საქართველო ბევრი პროდუქტის იმპორტს ახორციელებს, ეს თავისთავად გავლენას ახდენს ჩვენს ეროვნულ ვალუტაზე.

ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი არჩევანით გავაძლიეროთ ეროვნული წარმოება, ეს ერთგვარად, ალბათ მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი პატრიოტული სულისკვეთების შემცველია.

ყოველდღიური, ყოფითი პატრიოტიზმია თუნდაც პროდუქტის შეძენის პროცესში ქართული პროდუქციის არჩევა, რომლის სულისკვეთებასაც თავისთავად დადებითი შინაარსი გააჩნია და დიდი შედეგის მომტანია”, - განაცხადა ბარათის პრეზენტაციაზე გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ დაგროვებითი ბარათის მოხმარებით და ყოველდღიური, ყოფითი პატრიოტიზმით ჩვენ ერთ-ერთი მთავარი პრობლემის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებას და ეროვნული, ძლიერი წარმოების განვითარებას დავუჭერთ მხარს.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პროექტის ორგანიზატორებსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გიორგი აბაშიშვილს პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის.

პროექტს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ააიპ „მოითხოვე ქართული“ ახორციელებს. პროექტის პარტნიორია „უნიქარდი“, „ფუდმარტი“, „სმარტი“ და ქართული პროდუქციის მწარმოებელი 37 კომპანია.

როგორც პროექტის „მოითხოვე ქართული“ წარმომადგენელმა ნინო მოსიაშვილმა პრეზენტაციაზე განაცხადა, დაგროვებით ბარათზე ქართული პროდუქციის შეძენისას მომხმარებელს ვირტუალური ქულები - ე.წ. ,,ქართულები“ დაერიცხება. ბარათის მფლობელები ავტომატურად ჩაერთვებიან კონკურსში, რომელიც ყოველთვიურად გამოავლენს ყველაზე მეტი „ქართულების“ მფლობელებს. გამარჯვებულებს წამახალისებელ საჩუქრებს გადასცემენ პროექტის პარტნიორი ქართული კომპანიები.

ამ ეტაპზე დამზადდა 20 000 ბარათი. ,,მოითხოვე ქართული“ არის საქართველოში პირველი, ყრუ პირებზე ადაპტირებული ბარათი, რომლის სახელწოდება და გამოყენების ინსტრუქცია წარმოდგენილია ჟესტურ ენაზეც.

პროექტის პრეზენტაციის შემდეგ პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ პარტნიორი კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა დაათვალიერეს და მათ მიერ წარმოებული პროდუქცია დააგემოვნეს.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე moitkhove.ge.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42