"მთავრობა ვაიძულეთ, ეს იდეა გაეზიარებინა"- ჭიაბერაშვილი ეკონომიკური დანაშაულის სისხლის სამართლებრივ ლიბერალიზაციაზე
პოლიტიკა - 17:55, 25 Apr, 2017     1961
მთავრობის ეკონომიკურ გეგმასთან დაკავშირებით კომენტარი „მოძრაობა თავისუფლებისთვის- ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა. მისი თქმით მთავრობა იძულებული გახდა ეკონომიკური დანაშაულების სფეროში სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაცია დაეწყო:

„როგორც კი საზოგადოებას პენსიის 50-ლარიანი მომატების შესაძლებლობა დავანახეთ, 2015 წელს მთავრობა იძულებული გახდა, პენსია 20 ლარით გაეზარდა. ახლაც, როგორც კი ეკონომიკური დანაშაულების სფეროში სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაციის კამპანია დავიწყეთ, მთავრობა ვაიძულეთ, ეს იდეა გაეზიარებინა. 2017 წლის 21 მარტს "ევროპულმა საქართველომ", მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ეკონომიკური დანაშაულების სფეროში სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაციას გულისხმობს. ამ კანონპროექტში ეკონომიკური დანაშაულის კატეგორებში იზრდება ზღვრები, რომლის ზემოთაც იწყენა ბიზნესის სიხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსის 218 მუხლში (გადასახადისათვის თავის არიდება), ჩვენი პროექტით,დიდ ოდენობად ჩაითვლება, როდესაც გადასახდელი გადასახადის თანხა აღემატება 200,000 ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – როდესაც თანხა აღემატება 500,000 ლარს. ამჟამინდელი ოდენობები, შესაბამისად, 50,000 და 100,000 ლარია.

ასევე, 200-3 მუხლში (სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარი) დიდ ოდენობად ჩაითვლება, როდესაც მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ღირებულების თანხა აღემატება 100,000 ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად - 200,000 ლარს. ამჟამინდელი ოდენობები, შესაბამისად, 10,000 და 25,000 ლარია.“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42