საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქვეყნის მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით კომენტარს აკეთებს, მისი თქმით, სააკაშვილის სიტყვას არც აქამდე ჰქონია და არც ახლა ექნება ფასი, რათა საარჩევნო პროცესებზე რაიმე გავლენა მოახდინოს:
„ცესკო-ს მხრიდან შემოსული იყო საკანონმდებლო წინადადება, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა წინადადების დონეზე მოიწონა. ამის საფუძველზე ინიციატივა პარლამენტში შევა. რაც შეეხება რეგულაციებს, სამწუხაროდ, მას არ ვიცნობ და გავეცნობი. არ მგონია, რომ ეს აქტუალური საკითხი იყოს. რაც შეეხება კამპანიაში მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობას, მის სიტყვას ის ფასი არც აქამდე ჰქონდა და არც ახლა ექნება, რომ საარჩევნო პროცესებზე რაიმე არსებითი გავლენა მოახდინოს. აქედან გამომდინარე, ამ მიზანს გამოვრიცხავ, მითუმეტეს, თუ ეს ცესკო-ს წინადადებაა. დეტალები რომ ვიცოდე, კომენტარს გავაკეთებდი. ბუნებრივია, როცა EPP-ის ან რომელიმე სხვა ევროპული პარტიის წარმომადგენელი ჩამოდის და რაღაც განცხადებას აკეთებს, ამ შემთხვევაში, შესაბამისი სუბიექტი არ უნდა დაჯარიმდეს”, - განაცხადა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






