კონსტიტუციური ცვლილებების საპარლამენტო განხილვები ივნისში დაიწყება
პოლიტიკა - 16:30, 25 Apr, 2017     943

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში ივნისში დაიწყება, მას შემდეგ, რაც პროექტის ინიცირება მოხდება, საყოველთაო სახალხო განხილვები დაიწყება, კომისია რეგიონებში გავა და მოსახლეობას შეხვდება.

"მსჯელობები კვლავაც გაგრძელდება და საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში მოსახლეობის ფართო ფენებთან შეხვედრებს რეგიონებშიც გავმართავთ, სადაც გავაცნობთ იმ ცვლილებებს, რომლებიც კონსტიტუციაში უნდა აისახოს. უკვე მოგვიანებით, ივნისის თვეში საპარლამენტო განხილვები დაიწყება, რა დროსაც პარლამენტი იმსჯელებს იმ დამატებით ცვლილებებზე, რომელიც შეიძლება კონსტიტუციურ კანონში შევიდეს. ეს კი დამოკიდებული იქნება საყოველთაო-სახალხო და საპარლამენტო განხილვებზე.

ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რომლის მიხედვითაც ჩატარდება საყოველთაო-სახალხო განხილვა. ეს განხილვა, კანონმდებლობის და კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის ექსკლუზიური პრეროგატივაა და შესაბამისად ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით ვიმოქმედებთ. ჩატარდება განხილვა და მის საფუძველზე მომზადდება ის დოკუმენტი, რომელსაც კენჭი საქართველოს პარლამენტში ეყრება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-საყოველთაო განხილვის პარალელური კამპანიის დაწყებას გეგმავენ. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, მათი მიზანია საზოგადოებამ ქვეყნის შიგნით და გარეთ გაიგოს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ნულოვანი კონსესუსით დაიგეგმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42