"ივანიშილის გაუგონარი სითავხედე" თუ დოკუმენტი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის - საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე დავა გრძელდება
პოლიტიკა - 19:48, 25 Apr, 2017     4818
მორიგი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დავის საგანი ხდება - ხელისუფლება ქვეყნის მთავარი დოკუმენტის შეცვლას ჩქარობს. როგორც უმრავლესობაში ამბობენ, კონსტიტუციის ცვლილებების პროექტი 2017 წელს უკვე დამტკიცებული უნდა იყოს. ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი კი თანხმდება, რომ მთავარ დოკუმენტს საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე პარტია "ქართული ოცნება" საკუთარი ინტერესების შესაბამისად ირგებს.

4 თვიანი მუშაობის შედეგად გამოჩნდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარი სამიზნე პრეზიდენტის ინსტიტუტია, ფაქტობრივად ყველა არსებითი ფუნქციის ჩამორთმევასთან ერთად, უმრავლესობას ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალის არჩევის წესის შეცვლაც სურს.

მოქმედი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, კონსტიტუციის ახალი ვერსია არ უწყობს ხელს ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსისა და გაწონასწორების პოლიტიკას.

ქვეყნის პირველი პირის ადმინისტრაციაში დღეს ჟურნალისტებს უთხრეს, რომ პრეზიდენტს ჰქონდა შეთავაზება, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა, მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით და საზოგადოების ფართო ჩართულობით წარმართულიყო.

„მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე გადასვლა, ყოველგვარი განხილვის გარეშე გამოცხადდა. საკონსტიტუციო კომისიამ პროექტი საზოგადოების ჩართულობის გარეშე შეიმუშავა, მას გაემიჯნა ყველა პოლიტიკური პარტია, ექსპერტებისა და არასამთავრობოების უმრავლესობა, უარყოფითად შეაფასა სახალხო დამცველმა. დოკუმენტისთვის კენჭისყრა კი, გაუგებარი პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტილებით - კომისიის წევრთა შემადგენლობის შეცვლის შედეგად მოხერხდა. რაც შეეხება პრეზიდენტის შეფასებას - პრეზიდენტის აზრით, კონსტიტუციის ახალი ვერსია არ უწყობს ხელს ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსისა და გაწონასწორების პოლიტიკას. შემოთავაზებულ მოდელში ბლოკების შექმნის აკრძალვით და ამ ფონზე 5%-იანი ბარიერის შენარჩუნებით, გამარჯვებული პარტიის მიერ გადაუნაწილებელი ხმების სრულიად უსამართლო მითვისებით, რეალურად ყალიბდება არაკონკურენტული საარჩევნო სისტემა, რაც მომავალში მარავლპარტიული პარლამენტის შექმნის შესაძლებლობას კრიტიკულად ამცირებს, ხალხის განწყობის პროპორციულად ასახვას არ უზრუნველყოფს, საბოლოოდ კი, ქვეყანა ყალიბდება ფსევდოსაპარალამენტო რესპუბლიკად, სადაც იმის ნაცვლად, რომ პარტიები და პარლამენტი იყოს ძლიერი, ორივე შესუსტებულია“, - განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ.

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ "ახალი კონსტიტუციით ორპალატიანი პარლამენტის შემოღება არ არის უზრუნველყოფილი, პრეზიდენტის უფლებების შეკვეცა კი ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავადცვისუნარიანობაზე უარყოფითად აისახება ".
პრეზიდენტის პრესსპიკერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე საკონსტიტუციო კომისიის მიერ წარმოდგენილი პროექტის იმ ნაწილზეც ისაუბრა, რომელიც სასამართლო სისტემას ეხება.
ეკა მიშველაძის თქმით, პრეზიდენტი თვლის, რომ კონსტიტუციის წარმოდგენილ ვერსიაში გაუარესებულია სასამრთლოს დამოუკიდებლობის ხარისხი, რაც გამოიხატება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის წესის შეცვლასა და მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადის შენარჩუნებაში. საბოლოოდ კი, ეს ყველაფერი ასუსტებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებისთვის პროექტი წინა კვირას (43 მომხრე, 8 წინააღმდეგი) დაამტკიცა. არსებული კანონმდებლობის მიხედვით, პროცედურულად, განახლებილი კონსტიტუციის პროექტს ჯერ საზოგადოებრივი განხილვა, შემდეგ კი პარლამენტის ორ სხვადასხვა სესიაზე დამტკიცება მოხდება.

თუმცა, პროექტის ძალაში შესვლამდე ხელისუფლებას გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებენ ანალიტიკოსებიც.

გია ხუხაშვილი უმრავლესობას აფრთხილებს, რომ ხელისუფლება, რომელიც ძალაუფლების მარტივად მიღებას ცდილობს, საბოლოო ჯამში „ცუდად ამთავრებს“

„ჯერ კანონი ძალაში არ არის შესული და იქნებ კიდევ გონს მოეგონ. მე რა თქმა უნდა ჩავერთვები, საჯაროდაც და სხვანაირადაც მზად ვარ რომ ეს საქმე ვაკეთო. ამით ჩვენ დავიცავთ პირველ რიგში ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი ძალაუფლება მარტივად მიიღოს, ასეთი ხელისუფლებები ძალიან ცუდად ამთავრებენ,“-აცხადებს გია ხუხაშვილი.

თავის მხრივ პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კომისიას რამდენიმე მიზანი ჰქონდა და ყველა მათგანი მიღწეულია, - "ჩამოყალიბდება სისტემა, რომელიც ქვეყნის გრძელვადიან და დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს".

ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება პარლამენტში დღეს გააკეთა, სადაც 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იმყოფება.

შეხვედრის არაოფიციალურ ნაწილში პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიის პოზიციაც გააჟღერა. კომისიას გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებულ საკითხზე შენიშვნები აქვს.

სწორედ საარჩევნო სისტემის ხარვეზებზე საუბრობენ, ქართველი ექსპერტებიც:

“დღევანდელ შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილებთ ყურადღებას, ეს გახლავთ უფრო მეტი დეცენტრალიზაცია. ანუ თვითმმართველობის გაძლიერება და კონკრეტული ჩანაწერები ამ გაძლიერების გზაზე. მეორე - უსაფრთხოებისა და სამხედრო მმართველობის სისტემის ცვლილება და საპარლამენტო კონტროლის შესუსტება. თვითმმართველობის საკითხებთან დაკავშირებით ნოვაცია, რომელიც უკავშირდება მოქალაქისთვის უფლების მინიჭებას, რომ თუ კი თვითმმართველობას რაიმე ემუქრება ცენტრალური ხელისუფლების რომელიმე გადაწყვეტილებით, მას ჰქონდეს შესაძლებლობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს"- განაცხადა ალაფიშვილმა შეხვედრის დაწყებამდე.

შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლაშა ტუღუში კი აღნიშნავს, რომ მმართველი ძალის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში გარკვეული საკითხები კრიტიკას ვერ უძლებს.

"ჩვენ გვაქვს შანსი, ასეთი დებატების შედეგად, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით შევცვალოთ და გავაუმჯობესოთ ის კრიტიკული საკითხები, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მაგალითად საპარლამენტო წესი"- აცხადებს ტუღუში.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიცია კონსტიტუციის "ქართული ოცნებისგან" დაცვას ერთიანი ძალით აპირებს.

ენმ-ს წევრის ნიკა რურუას თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების დოკუმენტი არადემოკრატიულია და თურქმენიზაციის წინაპირობას წარმოადგენს:

"მანიფესტაცია იქნება, საქმიანი ბჭობა თუ კამათი, მეც მივიღებ მონაწილეობას. იგივეს ვთხოვ სხვებსაც. ეს არის, ძალიან ცუდი დოკუმენტი, საქართველოში არადემოკრატიული რეჟიმისა, თურქმენიზაციის წინაპირობა.“- განაცხადა ნიკა რურუამ.

"ევროპული საქართველო" კი ხელმოწერების შეგროვება და პლებისციტის მოთხოვნას განიხილავს.

„არსებობს სხვადახხვა მოსაზრებები პარტიებში, თუ როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა ივანიშილის გაუგონარ სითავხედეს, ჩვენი ვარიანტია ხელმოწერების შეგროვება და პლებისციტის მოთხოვნა. ეს იქნება ნათელი მაგალითი იმისა, რომ მოხდეს საერთო სახალხო მობილიზება ქართული ოცნების ამ ნაბიჯის წინააღმდეგ“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დღეს საკონსტიტიციო ცვლილებები იყო მთავარი განხილვის თემა სტრასბურგშიც, სადაც ქართული დელეგაცია ვენეციის კომისიის მდივანს შეხვდა. აუდიენციის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემა თამარ ჩუგოშვილმა არ გამორიცხა, რომ ვენეციის კომისიას გაუნაწილებელი მანდატებისა და ქორწინების საკითხზე რეკომენდაციები ჰქონდეს.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში ივნისში დაიწყება, მას შემდეგ, რაც პროექტის ინიცირება მოხდება, საყოველთაო სახალხო განხილვები დაიწყება, კომისია რეგიონებში გავა და მოსახლეობას შეხვდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42