„ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობა: სტანდარტიზაციის როლი“- ევროკავშირის პროექტის ფარგლებში სემინარი გაიმართა
პოლიტიკა - 15:33, 25 Apr, 2017     1098

ევროკავშირთან სტანდარტიზაციის კუთხით თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს დღეს სასტუმროში ,,ქორთიარდ მარიოტი“ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში გამართულ სემინარზე, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ უმასპინძლა.

ღონისძიების მიზანი, ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების მხარდაჭერაა. ღონისძიებას 70-მდე ბიზნეს და სამთავრობო სექტორი დაესწრო.

შეხვედრაზე სიტყვით CEN-CENELEC-ის (სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტი -CEN და ელექტროტექნიკური სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტი -CENELEC ) მენეჯმენტის ცენტრის (CCMC) წარმომადგენლები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს სატნდარტებისა და მეტროლოგიის გენერალური დირექტორმა დავით ტყემალაძემ და AECOM კონსორციუმის ლიდერები გამოვიდნენ.

მისასალმებელ სიტყვაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ხაზი გაუსვა, რომ დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას, იმ რეფორმებს, რომელიც სტანდარტიზაციის სფეროში განხორციელდა.

,,ჩვენ ევროკავშირი გვეხმარება როგორც ინსტიტუციური განვითარების, ასევე ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილში და სხვადასხვა პროგრამების მიმართულებით. ბოლო სამი წლის განმავლობაში მოხდა ლაბორატორიული გადაიარაღება, შესაბამისად ამ ლაბორატორიებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა. დღეს, საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტო, საერთაშორისო სტანდარტიზაციის კუთხით, არის უფრო მეტი სერვისის მიმწოდებელი. ის ქვეყანაში ნერგავს ევროპულ სტანდარტებს ქართულ სტანდარტებად და ხელს უწყობს, რომ საქართველოში ნაწარმოები პროდუქცია იყოს საერთაშორისო, ევროპული სტანდარტის დონის, რაც ხელს უწყობს ევროკავშირის ბაზარზე მაღალი სტანდარტით ნაწარმოები პროდუქცია გასვლას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მეწარმეებისთვის,-‘’განაცხადა გენადი არველაძემ.

საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტოს ხელმძღვანელის დავით ტყემალაძის განცხადებით, სემინარი ეძღვნება ქართველი მეწარმეებსა და სტანდარტიზაციის პროექტში ჩართულ პირებს.

,,დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას, სტანდარტიზაციის როლს ამ სფეროში. აღნიშნული შეხვედრა ფინანსდება ევროკავშირის მიერ. როგორც მოგეხსენებათ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო არის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და არის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების CIB - ის პროექტის ბენეფიციარი,-‘’განაცხადა დავით ტყემალაძემ.

დელეგაციის წევრებმა ღონისძებაზე პრეზენტაციების სახით ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (DCFTA) განიხილეს, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ახდენს საქართველოს ეკონომიკურ დაახლოებას ევროკავშირთან და ქართული პროდუქციის გაცნობას ევროკავშირის ბაზარზე.

სემინარის დასასრულს დელეგატებმა სტანდარტიზაციის სფეროში საქართველოს პროგრესზე იმსჯელეს, ევროპული სტანდარტიზაციის კოორდინაციასა და ტექნიკური კომიტეტების როლზე სტანდარტების განვითარებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42