საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, „ინტერ რაოს“ საკითხი არბიტრაჟამდე მისული არ არის. მისი თქმით, „ინტერ რაომ“ საპრეტენზიო წერილი წარმოადგინა, რომელიც მის პოზიციებს ასაბუთებს:
„კონსულტაციის რეჟიმში ვართ, იმედია, არბიტრაჟში გადასვლა არ მოგვიწევს. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქმე შესაძლოა, არბიტრაჟამდე მივიდეს. იმედია, ასე არ იქნება. თუ ასე მოხდება, ჩვენ გვაქვს არგუმენტები, რომ პროცესი ისე დასრულდეს რომ ჩვენი მხარე არ დაზარალდეს. „ინტერ რაო“ ფლობს ენერგეტიკულ საწარმოებს, მას ტარიფებს უდგენს მარეგულირებელი კომისია. საუბარია, რომ მათთვის საჭირო დანახარჯების ასახვა მოხდეს ტარიფში, თუმცა რა ოდენობით, ეს არის მოლაპარაკების საგანი. იმ შემთხვევაში, თუ ეს საკითხი მოლაპარაკებებით დასრულდება, ამას არ ექნება ნეგატიური ზეწოლა სამომხმარებლო ტარიფებზე“, - განაცხადა ხმალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






